„ხმამაღლა მივმართავ მთავრობას: ამერიკელებსა და ევროპელებს კი ნუ ებოდიშებით, დაუსაბუთეთ ნაციონალების დანაშაულები და დამნაშავეები დასაჯეთ", - აღნიშნული მიმართვა მწერალმა რეზო კვერენჩხილაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გააჟღერა.
მისი თქმით, ხალხს არაფერი დავიწყებია და როგორც 30-იანი წლების ჯალათთა გვარ-სახელები ახსოვს, ისევე ახსოვს „თანამედროვე მტარვალები".
„პირველები ამბობდნენ, დამნაშავეები არა ვართ, ხალხს ლავრენტი ბერიას ბრძანებით ვაწამებდითო, ხოლო მეორენი რას იტყვიან - ადამიანების წამებას ამერიკა და სააკაშვილი გვავალებდნენო? სააკაშვილის ნაცისტების შემზარავ საქციელს თვალს რომ ვადევნებ, ვფიქრობ, ჯალათთა შთამომავლობას ფესვი ღრმად გაუდგამს და რადგან წარსულის მწარე გაკვეთილებიდან ვერაფერი ვისწავლეთ, მწარედ ვისჯებით", - განაცხადა მწერალმა.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)