reportiori.ge - დათო ლორთქიფანიძე: ღვინიაშვილისა და ჩემი შემთხვევების ერთმანეთთან შედარება უადგილო და არასწორია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 17:20
პრეს-დაიჯესტი
დათო ლორთქიფანიძე: ღვინიაშვილისა და ჩემი შემთხვევების ერთმანეთთან შედარება უადგილო და არასწორია!
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2015. 12:29


რამდენიმე დღის წინ დეპუტატ დათო ლორთქიფანიძესა და „თავისუფალი ზონის" წევრებს შორის მომხდარი დაპირიპირების ფაქტი „ნაციონალურმა მოძრაობამ" გურჯაანში პარლამენტარ გიორგი ღვინიაშვილსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ინციდენტს შეადარა. საპარლამენტო უმცირესობამ პრეტენზია გამოთქვა: „ჩვენს დეპუტატს გურჯაანში ხელი რომ დაარტყეს, ციხეში არავინ გაუშვიათ, ხოლო „ქართული ოცნების" დეპუტატს ვინც შეეხო, დააპატიმრეს და საქმე შერჩევით სამართალთან გვაქვს".



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე ამ ორ ინციდენტს შორის მსგავსებას ვერ ხედავს. როგორც პარლამენტარმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა, ღვინიაშვილი გურჯაანში საპროტესტო აქციას მართავდა და მას ხელით შეეხო მოქალაქე, რომელიც ამ აქციის პათოსს არ იზიარებდა, ხოლო მისი და „ქართული ოცნების" დეპუტატების შემთხვევაში საქმე სულ სხვა შემთხვევას ეხებოდა.


„ნაცების აქტივისტები პირდაპირ პარლამენტთან დაგვხვდნენ, თავს დაგვესხნენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს გვიშლიდნენ! და კიდევ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილში თავის დროზე სწორედ ნაციონალებმა შეიტანეს დამატება და განსაზღვრეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ხულიგნური თავდასხმა ორიდან ხუთ წლამდე თავისუფალების აღკვეთით ისჯება. ამას გარდა, მათ მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ შენობებთან 20 მეტრის სიახლოვეს აქციის ჩატარება არ შეიძლება, ნაცების აქტივისტები კი პირდაპირ პარლამენტის შენობის კართან იყვნენ შეკრებილები. ასე რომ, ღვინიაშვილისა და ჩემი შემთხვევების ერთმანეთთან შედარება აბსოლუტურად უადგილო და არასწორია",- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

 

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016