reportiori.ge - რაზე ისაუბრეს სოდ-ის ყოფილმა უფროსმა და მილიარდერმა კოლომოისკიმ, რომელიც სააკაშვილს „მკბენარა ძაღლს“ უწოდებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 17:03
პრეს-დაიჯესტი
რაზე ისაუბრეს სოდ-ის ყოფილმა უფროსმა და მილიარდერმა კოლომოისკიმ, რომელიც სააკაშვილს „მკბენარა ძაღლს“ უწოდებს
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2015. 14:21


„ვერსიის" ინფორმაციით, უკრაინის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქი, მილიარდერი იგორ კოლომოისკი და სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა შვეიცარიაში, კერძოდ, ძველი ჟენევის ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ „ვერსიას" ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა აცნობა. მისივე ინფორმაციით, კოლომოისკის კიდევ ორი შუახნის მამაკაცი ახლდა, რომლებიც გვერდით მაგიდასთან ისხდნენ და საუბარში არ ჩართულან.    


ჩვენ ვთხოვეთ ინფორმატორს, დეტალურად გაეხსენებინა, სად და როდის მოხდა შეხვედრა და რატომ მიაქცია მათi ყურადღება. მისი თქმით, ერეკლე კოდუასა და კოლომოისკის შეხვედრა დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა:

 

თავდაპირველად, კოდუა ვიცანი და ჩემი ყურადღება მან მიიქცია. მერე რომ დავაკვირდი, მოგვიანებით მივხვდი, რომ დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორთან ერთად იყო. ისინი სადილობდნენ და მშვიდად საუბრობდნენ... ეს ჰგავდა მეგობრულ შეხვედრას. დავაკვირდი, რომ კოლომოისკის კიდევ 2 მამაკაცი ახლდა, თუმცა ისინი სხვა მაგიდასთან ისხდნენ... არ ვიცი, ვერც ერთი მათგანი ვერ ვიცანი, მახსოვს, კოლომოისკის ყავისფერი ზამშეს პიჯაკი ეცვა... ეს დამამახსოვრდა. განსაკუთრებული ყურადღებაც არ მიმიქცევია. იქვე, ახლოს ვმუშაობ და შემთხვევით შევესწარი, დაახლოებით, ალბათ, 40 წუთი გაგრძელდა მათი შეხვედრა. მეტს ვერაფერს გეტყვით", - იხსენებს ქართველი ემიგრანტი.


რაც შეეხება ერეკლე კოდუას, იგი ჟურნალისტებმა ბოლოს ბუდაპეშტის აეროპორტში ნახეს... მის სახელს სულ უფრო იშვიათად ახსენებენ ყოფილი თანაგუნდელები „ნაციონალური მოძრაობიდან". შესაბამისად, ადვილად სავარაუდოა, რომ კოდუასა და ექს-პრეზიდენტის გუნდს შორის „შავმა კატამ გაირბინა". ახლა კი, ის ან ახალ კავშირებსა და ძალებს ეძებს, ანდა ამ „ძალებმა" იგი თავად იპოვეს. თუ ეს ასეა, ჟენევაში მილიარდერ იგორ კოლომოისკის კოდუასთან კონფიდენციალური შეხვედრა სწორედ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეიძლება მოვიაზროთ.


თავის მხრივ, უკრაინული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის უცხო არ არის კოლომოისკის ინტერესები. ადგილობრივი მედია ჯერ კიდევ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ოდესის გუბერნატორად დანიშვნისას წერდა, რომ პოროშენკომ სააკაშვილი მისი უმთავრესი მტრის წინააღმდეგ დაგეშილ ნაგაზად გამოიყენა. პოროშენკოს ბრძანებით, უკრაინის პროკურატურამ დაიწყო მოკვლევა და საქმე აღძრა კოლომოისკის მიერ დაფინანსებული გასამხედროებული ფორმირება „აიდარის" მებრძოლების წინააღმდეგ. პოროშენკომ ამით კოლომოისკის ღია ომი გამოუცხადა. იგი მის ჩაძირვას ცდილობს.


თავად კოლომოისკი წარმოშობით დნეპროპეტროვსკიდანაა. იგი ამ ოლქის გუბერნატორი იყო, მაგრამ პოროშენკოსთან დაპირისპირების გამო თანამდებობის დატოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, ის ამ ქალაქში დღესაც ძლიერ პოზიციას იკავებს და არა მარტო იქ. მისი ყოფილი ხელქვეითი, ოდესის გუბერნატორი იგორ პალიცა სააკაშვილმა შეცვალა. გარდა ამისა, კოლომოისკი აფინანსებს და, ფაქტობრივად, მართავს მოხალისეთა რამდენიმე ბატალიონს, „აიდარის", „დნეპრს" და „შტურმს".


კოლომოისკი უკრაინაში უმსხვილესი სამრეწველო-საფინანსო ჯგუფ „პრივარის" დამფუძნებელია. მას აქვს ბიზნესი და გავლენა საბანკო სექტორში, ნავთობის, მეტალურგიის, კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, საჰაერო ტრანსპორტის, სპორტისა და მედიის სფეროებში. ის უკრაინის უმდიდრეს ადამიანთა ოფიციალურ რეიტინგებში მეორე ადგილს იკავებს. 2013 წლის მონაცემებით, კოლომოისკის ქონება 3,645 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 

 

 

გაზეთი „ვერსია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016