reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: სააკაშვილი კანონიერი გზებით საქართველოში ვერ დაბრუნდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 16:39
პრეს-დაიჯესტი
სანდრო ბრეგაძე: სააკაშვილი კანონიერი გზებით საქართველოში ვერ დაბრუნდება
ავტორი:
17 ოქტომბერი, 2015. 02:49


დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე,  სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სამომავლო გეგმებს აფასებს, რომელიც საქართველოში დაბრუნებას უკავშირდება.

ბრეგაძის განცხადებით სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება არარეალურია, რადგან იგი ქართული სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან იძებნება.



„სააკაშვილი მუდმივად აცხადებს, რომ უახლოეს ხანებში საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. არადა, იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელსაც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ეძებენ!

აქედან გამომდინარე სააკაშვილი კანონიერი გზებით საქართველოში ვერ დაბრუნდება და თუ დაბრუნდება - მხოლოდ შეიარაღებული ან სხვა სახის ძალადობრივი გადატრიალების გზით!

 

ოდესის გუბერნატორი სააკაშვილი იმასაც აცხადებს, რომ იგი არჩევნებამდე არ დაიცდის და მანამდე უნდა დაამხოს საქართველოს ხელისუფლება!

კიდევ ვიმეორებ - ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ასეთ არანორმალურ განცხადებებზე არავითარი რეაქცია არა აქვს, რაც საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობას, რბილად რომ ვთქვათ, არ წაადგება!"- აღნიშნავს ბრეგაძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016