reportiori.ge - ქიბარ ხალვაში: ხელისუფლება არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 17:26
პრეს-დაიჯესტი
ქიბარ ხალვაში: ხელისუფლება არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს!
ავტორი:
17 ოქტომბერი, 2015. 15:03


ქიბარ ხალვაშის განცხადებით, საქართველოში დღეს მედია ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალია. ბიზნესმენი ამბობს, რომ  მედიაბიზნესი მისთვის საინტერესო სფეროა.


ადამიანი ყოველთვის რაღაცაზე ფიქრობს და თუ ხელისუფლების მხრიდან ჩარევას ადგილი არ ექნება, ეს ბიზნესი საინტერესოა და მე მას განვავითარებ. ჩემი აზრით, ხელისუფლება არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს. ეს კარგია. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ უკანონოდ არავინ ჩაერევა ჩემს საქმიანობაში. ასეთ შემთხვევაში კი, გაცილებით ადვილია, ეს ბიზნესი მართლაც ბიზნესად იქცეს და ჩემი ჩანაფიქრი, რომელიც 2004-2005 წლებში მქონდა, სისრულეში მოვიყვანო.

 

ვთვლი, რომ მედიასაშუალება, მით უფრო ტელევიზია, ერთ კაცს არ უნდა ეკუთვნოდეს და ასე მარტივად გასხვისება არ უნდა ხდებოდეს. ალბათ, რაღაც რეგულაცია უნდა არსებობდეს, რომ მედიასაშუალების ერთი ადამიანის ხელში ჩაგდებას ხელი შეეშალოს. შესაძლებელია, თანამშრომლებიც დავაინტერესოთ, მედიასაშუალება კომერციულად გამართულ სტრუქტურად თუ ჩამოყალიბდება, მათი შემოსავალიც გაიზრდება", - განაცხადა  ბიზნესმენმა და აღნიშნა, რომ ის თანამშრომლებზე აქციების გაცემასაც არ გამორიცხავს.



 

წყარო: გაზეთი „ვერსია"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016