reportiori.ge - ზურაბ ქადაგიძე: ერეკლე კოდუა ცდილობს, ამ კადრებით მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია შებღალოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:18
სამართალი
ზურაბ ქადაგიძე: ერეკლე კოდუა ცდილობს, ამ კადრებით მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია შებღალოს
17 ოქტომბერი, 2015. 17:54


ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელმა ზურაქადაგიძემ უკრაინული მედიის მიერ დღეს გასაჯაროებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით რეპორტიორთან" კომენტარი გააკეთა.



არის ორი ვარიანტი, ერთი - კოდუას და მიხეილ სააკაშვილს მოუვიდათ ძალიან დიდი დაპირისპირება და სავარაუდოდ, კოდუა ცდილობს, რომ ამ კადრებით (ვგულისხმობ ძველ კადრებს) იქნას მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია შებღალული. ეს მათი პირადი საკითხებია და მნიშვნელობა არ აქვს, პირადი დაპირისპირების გამო გამოაქვეყნებდნენ თუ არა, რადგან ეს მათი ჩადენილი დანაშაულია.

 

ხოლო მეორე - ამ კადრებთან ერთად არის უკრაინული ვერსია, რომელიც წაიშალა, სადაც არის საუბარი რუსულად და უკრაინულად და სავარაუდოდ, ეს უკრაინაშია გადღებული, ანუ ესენი ერთმანეთს დაერივნენ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გამოაქვეყნა, ეს მათი ჩვეულებრივი მეთოდია, რომლითაც ცდილობენ თავიანთი მიზნების მიღწევას.

 

სავარაუდოდ, კიდევ დაიდება სხვადასხვა კადრები. მიხეილ სააკაშვილი რაღაც მიზნის მიღწევას ცდილობს", - განუცხადა ქადაგიძემრეპორტიორს".




უკრაინულმა ვებ-პორტალმა tube.ua-მ სათაურით, „როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.


გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით, წარწერით, „სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი".


ვებ-პორტალს არ აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები სპეციალური დანადგარით, საჯაროდ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016