reportiori.ge - გიორგი ზარნაძე: საფეხბურთო კლუბი „ვაზიანი“ უკიდურესად რთულ ფინანსურ ვითარებაშია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:42
სპორტი
გიორგი ზარნაძე: საფეხბურთო კლუბი „ვაზიანი“ უკიდურესად რთულ ფინანსურ ვითარებაშია
ავტორი:
17 ოქტომბერი, 2015. 19:03



დღეს „ქართული მისიის" გამგეობის წევრები, ვაზიანის დასახლებაში შეხვდნენ საბავშვო საფეხბურთო კლუბ „ვაზიანის" წარმომადგენლებს  და ასევე დაესწრენ საფეხბურთო  მატჩს.

 

„საფეხბურთო კლუბი „ვაზიანი" ამჟამად უკიდურესად რთულ ფინანსურ ვითარებაშია. კლუბის ხელმძღვანელები  მხოლოდ საკუთარი ხარჯებით ცდილობენ, აღმოაჩინონ და აღზარდონ ნიჭიერი ბავშვები კარგ ფეხბურთელებად. გუნდს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება, რათა განხორციელდეს თუნდაც მცირე რაოდენობის საფეხბურთო ინვენტარის შეძენა. კლუბი „ვაზიანი" დაფუძნებულია ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების ბ-ნ ბესო მალაშხიას და მისი ოჯახის წევრების თაოსნობით. ამ პატარა საბავშვო საფეხბურთო კლუბის მიზანია, აღზარდოს ჯანსაღი მომავალი თაობა და აღმოაჩინოს ნიჭიერი ბავშვები ვაზიანის დასახლებასა და მის მიმდებარე დასახლებებში. კლუბმა უკვე მოიგო რამდენიმე საფეხბურთო ტურნირი, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს არ გააჩნია ელემენტარული საფეხბურთო ინვენტარი. „ქართული მისია" მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით კი ბიზნესორგანიზაციებს, რომ დააფინანსონ კლუბი თუნდაც მცირედი შენატანებით. „ქართულმა მისიამ" და საფეხბურთო კლუბმა „ვაზიანმა" დღეს უკვე გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც „ქართული მისია" ხელს შეუწყობს და დაეხმარება საფეხბურთო კლუბს განვითარებასა და აღმშენებლობაში", - განაცხადა „ქართული მისიის" გამგეობის წევრმა გიორგი ზარნაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016