reportiori.ge - ილია მეორე: მინდა მოგმართოთ უცხოეთში წასულ დედებს- დაბრუნდით სახლში...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:25
რელიგია
ილია მეორე: მინდა მოგმართოთ უცხოეთში წასულ დედებს- დაბრუნდით სახლში...
ავტორი:
18 ოქტომბერი, 2015. 23:09


ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოდან წასულ დედებს თხოვნით მიმართა, რომ სამშობლოში საკუთარ ქმარ-შვილთან დაბრუნდნენ.


"დღეს შემოვიდა მანკიერი წესი, დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში. ზოგიერთი ფიქრობს, არ არის სამუშაო, არ არის სამსახური. ეს არ არის სწორი. ყველაზე დიდი ქომაგი ადამიანისა, ყველაზე დიდი დამხმარე ჩვენი დედამიწაა. ღმერთმა მოგვცა ჩვენ დედამიწა ისეთი მადლიანი, რომ ადამიანი თუ მიწაზე იშრომებს, ბედნიერი იქნება. მე მინდა მოგმართოთ ყველას, მივმართო მათ, ვინც წასულია, ვინც უცხოეთშია, დაბრუნდით სახლში, სახლი უკეთესია. საქართველოსათანა ქვეყანა მსოფლიოში არ მოიძებნება, დაბრუნდით და იშრომეთ. ერთმა საქმემ თუ არ გაგიმართლათ მიხედეთ მეორეს, მესამეს, მეათეს. არ შეიძლება ასეთ ქვეყანაში როგორიც არის საქათველო, უმუშევარი იყოს ადამიანი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხალხი დაბრუნდება სამშობლოში და ყოვლადწმინდა ღვთსმშობელი დედა დაეხმარება მათ, სიუხვე და მადლი ჰქონდეთ",- ბრძანა პატრიარქმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016