reportiori.ge - სწორედ ამ „რაღაცაზე,“ გადარჩენილსა თუ ჯერ კიდევ გადასარჩენზეა დათო მაღრაძის პოეზია…
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 20:29
პრეს-დაიჯესტი
სწორედ ამ „რაღაცაზე,“ გადარჩენილსა თუ ჯერ კიდევ გადასარჩენზეა დათო მაღრაძის პოეზია…
ავტორი:
19 ოქტომბერი, 2015. 22:03


„პრაიმთაიმი" პოეტ დათო მაღრაძის პოეზიის შესახებ წერს.  დათო მაღრაძის იტალიაში  გამოცემული წიგნის შესახებ, „პრაიმთაიმი" მკითხველს  ხატოვნად უამბობს, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მაღრაძის პეზიამ იტალიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია...



„ერთხელ, ფლორენციაში, მედიჩების ცნობილ ისტორიულ სასახლეში ერთი პოეტის პრეზენტაცია გაიმართა. წარჩინებული საზოგადოება შეკრებილა, რომელსაც ცნობილი ლიტერატურული კრიტიკოსები და ცნობილი საგამომცემლო სახლის ხელმძღვანელი ესწრებოდა. მოულოდნელად, დამსწრე საზოგადოების მზერა სასახლის კარიდან შემოსულმა უცნაურად ჩაცმულმა, ახალგაზრდებმა მიიპყრეს, როგორც იტალიური პრესა წერდა, ახალგაზრდებმა გაარღვიეს ხალხის რიგები და სცენაზე ავიდნენ, საიდანაც საოცარი და უცნაურად ხმაშეწყობილი სიმღერა დაიწყეს.


საქმე ის გახლდათ, რომ იქ მყოფი საზოგადოება, ცნობილი ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის იტალიაში გამოცემულ წიგნის (მთარგმნელები ნუნუ გელაძე და მარიენცა კორაჩი) პრეზენტაციას მართავდა, ადგილზე მისული ახალგაზრდები კი, ფლორენციაში, გასტროლებზე ჩასული ქართული ანსამბლის წევრები აღმოჩნდნენ, რომელთაც აღნიშნული ღონისძიების შესახებ აფიშის მეშვეობით მიუღიათ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, ქართული მრავალჟამიერით მისალმებოდნენ ქართველ პოეტს და იქ შეკრებილ უცხოელებს. გაკვირვებული და აღფრთოვანებული დამსწრე საზოგადოება ხმას ვერ იღებდა, სანამ სიჩუმე ისევ ცნობილმა გამომცემელმა ჯულიანო ლადოფლიმ არ დაარღვია. რომელმაც ასე შეაფასა მომხდარი: როცა ახალგაზრდები საკუთარი ნებით, სურვილით, პატრიოტიზმით და სიყვარულით გულანთებულნი ამას გააკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში რაღაც გადარჩა..." და სწორედ ამ „რაღაცაზე" გადარჩენილსა თუ ჯერ კიდევ გადასარჩენზეა დათო მაღრაძის პოეზია. ადამიანურ ურთიერთობებზე, თანაგრძნობაზე, სიკეთეზე, სამშობლოს განცდაზე, პასუხისმგებლობაზე.



სწორედ ასე ჰქვია იტალიაში გამოცემულ წიგნს. „მისი შემოქმედება არის უნივერსალური, ის არ ეკუთვნის მხოლოდ საქართველოს. როდესაც ვეცნობით მის შემოქმედებას, ვგრძნობთ იმას, რაც დაგვავიწყდა. დათო მაღრაძე არ არის მხოლოდ ქართული კულტურის კუთვნილება. ის ყველა ჩვენგანის კუთვნილებაა", - ასეთია შეფასებები „სამყაროდან", რომელზეც, როგორც თავად ამბობს, „ფანტაზიაშიც არ უოცნებია იმიტომ, რომ ეს იყო მიუღწეველი სამყარო მისი წარმოსახვისთვის".


წარმატების მიზეზი - არის იღბალი" - ამბობს დავით მაღრაძე და რაც იღბალს მიღმაა, ამაზე საუბრის უფლებას მისი შემოქმედების შემფასებლებს უტოვებს.

 

როდესაც ვწერდი, არ მქონდა წარმოდგენილი, რომ უცხოეთში გამოვიდოდა ჩემი წიგნი, მით უფრო, ფანტაზიაც ვერ გასწვდებოდა იმას, რომ ჩემი შემოქმედების შესახებ გამოვიდოდა წიგნი. ისე აეწყო წუთისოფელი, რომ ჩემი წიგნები გამოდის იტალიაში, ინგლისში, თურქეთში, რუსეთსა და გერმანიაში. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიო მოვლენა, რომელსაც მოჰყვა იოანე-პავლე მეორეს სახელობის პრემია" - ამბობს დავით მაღრაძე.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016