reportiori.ge - დათო მაღრაძე: როდესაც აქვეყნებ ლექსს, ის საჯარო აღსარებას ჰგავს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 20:00
პრეს-დაიჯესტი
დათო მაღრაძე: როდესაც აქვეყნებ ლექსს, ის საჯარო აღსარებას ჰგავს...
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2015. 05:34


წარმატების მიზეზი - არის იღბალი" - ამბობს დავით მაღრაძე და რაც იღბალს მიღმაა, ამაზე საუბრის უფლებას მისი შემოქმედების შემფასებლებს უტოვებს.


„პრაიმთაიმი" პოეტ დათო მაღრაძის საფრაგნეტში გამოცემული წიგნისა და იმ გამოხმაურების შესახებ წერს, რომელიც წიგნის პრეზენტაციის შემდეგ გამოიკვეთა.


როდესაც ვწერდი, არ მქონდა წარმოდგენილი, რომ უცხოეთში გამოვიდოდა ჩემი წიგნი, მით უფრო, ფანტაზიაც ვერ გასწვდებოდა იმას, რომ ჩემი შემოქმედების შესახებ გამოვიდოდა წიგნი. ისე აეწყო წუთისოფელი, რომ ჩემი წიგნები გამოდის იტალიაში, ინგლისში, თურქეთში, რუსეთსა და გერმანიაში. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიო მოვლენა, რომელსაც მოჰყვა იოანე-პავლე მეორეს სახელობის პრემია" - ამბობს დავით მაღრაძე.



იტალიაში გამოცემული წიგნი კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მოტივი ერთი პოეტის შემოქმედებაა, მკითხველს საშუალება ექნება, გაეცნოს, როგორც საქართველოს ისტორიას, ასევე ქართული კულტურის ისტორიას, რაც, პოეტის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოს პოპულარიზაციისთვის.


როდესაც ადამიანი აქვეყნებს შენს ნაცოდვილარს, რეაქციებს ელი... სტენდალიც კი, რომელიც ახალ ნაწარმოებებს აქვეყნებდა, საფრანგეთიდან რამდენიმე ხნით გარბოდა, იმის გათალისწინებით, რომ მისთვის რეაქციებს დიდი მნიშვნელობა ჰქონოდა. ბუნებრივია, როდესაც აქვეყნებ ლექსს, ის საჯარო აღსარებას ჰგავს. ამხელ შენი სულის დღესასწაულს, სულის ტკივილს, შენს სულიერ და რეალურ თავგადასავალს გაანდობ მკითხველს, მე არ მყავს აგენტები, ლომები და ასე შემდეგ, მე მყავს მხოლოდ მეგობრები." - ამბობს დავით მაღრაძე.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016