reportiori.ge - ირაკლი სესიაშვილი: ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, დანაშაულებრივი სისტემა უფრო დიდი მასშტაბით იმუშავებდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 20:25
პრეს-დაიჯესტი
ირაკლი სესიაშვილი: ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, დანაშაულებრივი სისტემა უფრო დიდი მასშტაბით იმუშავებდა!
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2015. 00:01


 

საპარლამენტო უმრავლესობის  წევრი, ირაკლი სესიაშვილ „კვირის პალიტრასთან ზუგდიდის სამალავში აღმოჩენილი ფარული ვიდეო ჩანაწერის შესახებ კომენტარს აკეთებს.


სესიაშვილის განცხადებით, კადრები, რომელიც უკრაინულ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მართვის დნაშაულებრივ სისტემას კიდევ ერთხელ ადასტურებს.



მოგეხსენებათ, შს სამინისტრომ სამეგრელოს სამალავებიდან ორი ტიპის, საზოგადოებისთვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერები და წამების ფაქტების ამსახველი კადრები ამოიღო. მაშინ პროცესში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჰამერბერგიც აქტიურად მონაწილეობდა და რეკომენდაციებსაც მისგან ვიღებდით. სწორედ ჰამერბერგმა გვირჩია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაგვენადგურებინა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ჩანაწერები კი შეგვენახა, რადგან ისინი საქმეში მტკიცებულებებს წარმოადგენდა. ყველა პირი, ვინც გავრცელებულ ვიდეოფირში ფიგურირებს, სასჯელს იხდის.

 

გავრცელებული ფირი დაზარალებულების ადვოკატებს გადაეცა, რადგან სამართლებრივად ჩანაწერები მათი საქმის ნაწილი და მტკიცებულება გახლდათ. ვერ გეტყვით, უკრაინულ საიტზე როგორ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ შს სამინისტროს გარდა, მასალა სხვებსაც ჰქონდათ. მათ გავრცელებაში ხელისუფლებისკენ ხელს ვერავინ გამოიშვერს, ეს ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა. ქართველმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, რომ გაუპატიურება და მსგავსი მეთოდებით აღიარებითი ჩვენების მოპოვება წინა ხელისუფლების ხელწერა იყო. მსგავსი სისტემური დანაშაულის წყალობით პოულობდნენ „ჯაშუშებსა" და „ტერორისტებს", მეტიც, ჯერ ადამიანზე ავრცელებდნენ ინფორმაციას და ტერორისტული აქტის სცენარს ამის შემდეგ დგამდნენ. სასურველი ჩვენების მისაღებად კი მწამებლები და გამაუპატიურებლები ჰყავდათ დაქირავებული და „სამუშაოსთვის" ფულს უხდიდნენ. 2012 წელს ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, დანაშაულებრივი სისტემა კიდევ უფრო დიდი მასშტაბით იმუშავებდა - ეს წინა ხელისუფლების იდეოლოგია და მართვის სტილი გახლდათ. პოლიტიკურ ოპონენტებსაც ანალოგიური მეთოდებით უსწორდებოდნენ. რამდენიმე ჩემს კოლეგას გაუპატიურებით ღიად დაემუქრნენ. ზოგს მის თვალწინ მეუღლისა და შვილის გაუპატიურებით აშინებდნენ. ამის ამსახველი ჩანაწერებიც არსებობს."- აღნიშნავს სესიაშვილი. 


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016