reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დააბეს ციხეში ადამიანი და მას ძაღლივით ყეფას აიძულებდნენ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 20:11
პრეს-დაიჯესტი
ვახტანგ მაისაია: საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დააბეს ციხეში ადამიანი და მას ძაღლივით ყეფას აიძულებდნენ...
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2015. 00:52



სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ფირის გავრცელებას „ნაციონალურ მოძრაობასა" და გუნდის ყოფილ წევრებს, მასტერასა" (კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე) და მეგის ქარდავას უკავშირებს.  ამის შესახებ მაისაიამ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.


მაისაიას განცხადებით, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ქვეყნიდან გატანილი ჩანაწერების ორიგინალები უკრაინაში სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს, უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის მიჰყიდეს.


საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე მეგის ქარდავამ და „მასტერამ" ადამიანების წამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ორიგინალები ქვეყნიდან გაიტანეს. ორივე მათგანი სისტემური დანაშაულის ორგანიზატორი და შემსრულებელია და, ბუნებრივია, იმასაც ხვდებოდნენ, რომ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულის გამო ახალი ხელისუფლების პირობებში ციხეში მრავალი წლით ამოყოფდნენ თავს. როგორც ამბობენ, ბოლო პერიოდში ქვეყნიდან გაქცეული მეგის ქარდავა და „მასტერა" „ნაციონალურ მოძრაობას" დაუპირისპირდნენ იმის გამო, რომ პარტია მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, შესაძლოა, ქარდავამ და „მასტერამ" თანაგუნდელებზე შურისძიება გადაწყვიტეს. „მასტერა" ჰოლანდიის ციხეში ზის და ქართული მხარე მის ექსტრადიციას ი|თხოვს, მეგის ქარდავა კი თავისუფლად დაიარება. როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ევროპაში იმყოფებოდა, სადაც სწორედ ქარდავას შეხვდა და მისგან სააკაშვილის საწინააღმდეგო კომპრომატები შეიძინა. კოლომოისკის უკრაინაში ტელევიზია და უამრავი საინფორმაციო­სააგენტო აქვს. ასე რომ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფირი მხოლოდ დასაწყისია - სააკაშვილს კიდევ არაერთ სიურპრიზს მოუწყობენ. ვფიქრობ, უკრაინელებიც მალე მიხვდებიან, სააკაშვილი და მისი ჯგუფი რეალურად რა ძალას წარმოადგენენ. სააკაშვილი უკრაინაში ისედაც რთულ ვითარებაშია ცოტა ხნის წინ ის ადგილობრივ მოსახ­ლეობას დაუპირისპირდა და მუშტის ქნევით დაემუქრა კიდეც. გავრცელებული ფირის გარეშეც კარგად ვიცი, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, რადგან სისტემური დანაშაული პირადად მეც შემეხო.

 

საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დააბეს ციხეში ადამიანი და მას ძაღლივით ყეფას აიძულებდნენ. ამ ფაქტს ჩემ გარდა უამრავი ადამიანი დაადასტურებს, თუმცა ეს მხოლოდ მსუბუქი მაგალითია იმისა, რაც წლების განმავლობაში ციხეებში რეალურად ხდებოდა".- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016