reportiori.ge - გიორგი კანდელაკი: ელჩებს ულტიმატუმი წაუყენებიათ - როგორც კი სტალინის ძეგლს აღადგენთ, საერთოდ ვერაფერს ეღირსებითო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 20:09
პრეს-დაიჯესტი
გიორგი კანდელაკი: ელჩებს ულტიმატუმი წაუყენებიათ - როგორც კი სტალინის ძეგლს აღადგენთ, საერთოდ ვერაფერს ეღირსებითო!
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2015. 14:04


„ჩვენ ახლა ვიწყებთ ძალიან აქტიურ მოძრაობას და ვპირდებით ქართველ საზოგადოებას, რომ გორში სტალინის ძეგლს  აუცილებლად დავდგამთ",- აცხადებს მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი, ორგანიზაცია „გორელების" ხელმძღვანელი გიორგი კანდელაკი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.


ორგანიზაცია „გორელების" ხელმძღვანელის თქმით, სტალინის ძეგლის დადგმას მხარს უჭერს გორის საკრებულოს წევრთა უმრავლესობაც. თუმცა კანდელაკის თქმით, ამის წინააღმდეგი საქართველოში აკრედიტებული ელჩები არიან.


„საკრებულოს ერთ-ერთი წევრისგან შევიტყვეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, ერთი ამბავია ატეხილი, საელჩოებმა თავზე დაგვამხეს ყველაფერი, ელჩები სტალინის ძეგლის დადგმას ეწინააღმდეგებიანო. ძალიან აქტიურობდნენ ამერიკის, პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩები, რომლებსაც გორის საკრებულოსთვის ულტიმატუმი წაუყენებიათ - როგორც კი სტალინის ძეგლს აღადგენთ, ევროკავშირსა და NATO-ს კი არა, საერთოდ ვერაფერს ეღირსებითო", - განაცხადა კანდელაკმა.


მისი თქმით, ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც მიუღებელია თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნისთვის.



წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016