„მიმაჩნია, რომ დასავლეთთან ურთიერთობით შეიძლება უფრო კარგად ჩავიცვათ, დავიხუროთ და ვჭამოთ, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობით", - ამის შესახებ ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე აცხადებს და ამავე დროს აღნიშნავს, რომ ჩრდილოელ მეზობელთან ავი ურთიერთობის მომხრე არასოდეს იქნება.
ჟურნალისტის თქმით, საქართველომ ამერიკასთან და რუსეთთან ურთიერთობით ისე უნდა ისარგებლოს, რომ მინიმალური ეროვნული დანაკარგი ჰქონდეს.
„საქართველოში ძალიან ბევრი ამჟღავნებს ანტიპათიურ დამოკიდებულებას ამერიკის მიმართ. ამერიკის გულწრფელობისა და ამერიკული დემოკრატიის ბევრს არ სჯერა. პირადად მე, არანაირად არ ვარ მომხრე, რომ რომელიმე ერთ კულტურას, რომელიმე ერთ პოლიტიკურ პოლუსს მივეტმასნოთ. იმ პოლიტიკური მრწამსის გავლენის ქვეშ ვარ, რომ საქართველო ყველას მეგობარი იყოს, არავის ვერჩოდეთ, ყველას ინტერესები გავითვალისწინოთ და ამ ჩვენი პატარა ლამაზი ქვეყნისაგან მშვიდობის ოაზისი შევქმნათ", - განაცხადა რუხაძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)