reportiori.ge - „ისინი უმაღლესი ტრიბუნიდან გვემუქრებიან, რომ ხელისუფლებაში კვლავ მოვლენ! - გასაუპატიურებელი ჯერ კიდევ ბევრია!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 20:11
პრეს-დაიჯესტი
„ისინი უმაღლესი ტრიბუნიდან გვემუქრებიან, რომ ხელისუფლებაში კვლავ მოვლენ! - გასაუპატიურებელი ჯერ კიდევ ბევრია!“
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2015. 14:52


უკრაინულმა საიტმა საქართველოში წამებისა და გაუპატიურების ამსახველი სკანდალური კადრები გაავრცელა... საიდან აღმოჩნდა უკრაინულ მედიაში კადრები, რომლებიც, წესით, განადგურებული უნდა ყოფილიყო და რას ისახავს მიზნად ასეთი შოკისმომგვრელი კადრების სოციალურ ქსელში გაშვება? ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების პირზეა, დაუსჯელი არიან „ნაციონალური მოძრაობის" ის ლიდერები, ვინც სისტემურ დანაშაულს სჩადიოდნენ. კადრები იმდენად შოკისმომგვრელია, რომ, ფაქტობრივად, მისი ნახვა წარმოუდგენელია, თუკი ოდნავ ადამიანური ღირებულებები, გრძნობები შეგრჩენია. რა ხდება ჩვენს თავს? სად არის პასუხი, რატომ გვწირავს ხელისუფლება რიგით ადამიანებს და რატომ არის უმოქმედო მთავრობა, როცა სისხლის სამართლის დამნაშავეებს საკადრის პასუხს ვერ აძლევს და ისინი უმაღლესი ტრიბუნიდან გვემუქრებიან, რომ ხელისუფლებაში კვლავ მოვლენ. გვემუქრებიან, რომ გასაუპატიურებელი ჯერ კიდევ ბევრია... მიხეილ სააკაშვილი ენდიაის" გამოკითხვის შედეგებს საკუთარ „ფეისბუკის" გვერდზე ეხმაურება: „პირველად 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში ენდიაის გამოკითხვებით ჩემი პარტია ძირითადი ლიდერების დაპატიმრებისა და ქვეყნიდან გაძევების მიუხედავად, იგებს არჩევნებს..." „ენდიაის" კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია „ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი - 13%, უფრო კონკრეტულ კითხვაზე, - „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?          " პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა: კატეგორია არ ვიცი" აირჩია 35%-მა, არც ერთ პარტიას ხმას არ აძლევს 14%, უარი პასუხზე - 13%, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" - 13%, კოალიცია „ქართული ოცნება" - 11%, ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატები" და „პატრიოტთა ალიანსი" - 4-4%, „ლეიბორისტული პარტია" - 3%, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს 49%. ეს არის კატასტროფული სურათი და იმის წინაპირობა, რომ ქვეყანაში ქაოსი გარდაუვალია... „ენდიაის" კვლევის შედეგებს არასოდეს ენდობოდა ხალხი და მუდამ „ნაცმოძრაობის" ინტერესებს გამოხატავდა. 2012 წელს, მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი განუსაზღვრელი იყო, „ენდიაის" კვლევების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს რეიტინგებში უსწრებდა გიორგი თარგამაძე. „ენდიაის" კვლევა, ეს არის შპარგალკა, რა პოლიტიკური კონფიგურაციის დალაგება სურთ საქართველოში დასავლეთის კონკრეტულ ძალებს.


უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე „კვირის ქრონიკის" კითხვებს პასუხობს...


- ჩვენ ვიცით, რომ შს სამინისტრომ 2012 წელს ეს კადრები გაანადგურა, როგორ აღმოჩნდა უკრაინის მედიაში სექსუალური ძალმომრეობის კადრები, რასთან გვაქვს საქმე?


- 2012 წელს, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი, მაშინ სამეგრელოს სამალავებში აღმოაჩინეს წამების ამსახველი კადრები, მაშინდელმა მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები და რედაქტორები მიგვიწვია და გვაჩვენეს ეს ფირები. ამ საშინელი კადრების გარდა, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა, ჩვენ გვაჩვენეს უფრო მძიმე კადრები, ხეიბარი, ყავარჯნიანი ადამიანი, რომელიც აუპატიურებს მამაკაცს. მას ხელფასი ჰქონდა დანიშნული გაუპატიურებებისთვის - 35 ლარს უხდიდნენ... გამოძიების შედეგად დაკავებულები არიან ის პირები, რომლებიც სამეგრელოში ხალხის გაუპატიურებაში მონაწილეობდნენ. შემიძლია მათი სიაც მოგაწოდოთ, ესენი გახლავთ:


დავით ჩარგინავა - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი გამომძიებელი, მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.


კობა თოდუა - თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დაკავების მომენტში, მიესაჯა 9 წლით პატიმრობა;


გურამ ჭითანავა - შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მოქმედი თანამშრომელი დაკავების მომენტში, მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;


პაატა ქირია - შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;


გიორგი ბულია - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;


ირაკლი ახალაია - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მიესაჯა 2-3 წლით თავისუფლების აღკვეთა;


თემურ უბირია - ბრალდების ცნობით, ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე  უშუალოდ ის ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას, მიესაჯა 7,6 წლით თავისუფლების აღკვეთა...


დღეს საქმე გვაქვს გამაუპატიურებელი პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობასთან. „ნაციონალები" იდეოლოგიურად ძალადობენ და გვიმტკიცებენ, რომ ციხის სკანდალური კადრები იყო დადგმული. ახლა მაინტერესებს და მათ ვეკითხები, - გაუპატიურების ეს კადრი დადგმულია?!. ეს სპექტაკლია?!. რაც ხდებოდა, საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან, გასარკვევია, ამ ყველაფერში რამდენად ერია ახალაიების ხელი, ახალაიების, მეგის ქარდავას ხელი... სამეგრელოში ჩიტი ვერ გაფრინდებოდა მათი ნებართვის გარეშე და გამორიცხულია, რომ მათი ხელი აქ არ ერიოს. დღეს კი ეს გამაუპატიურებლების პარტია და მათი წამქეზებლები, კანცელარიასთან ატარებენ აქციებს... პირადად მე შს  სამინისტროს მოვუწოდებ, გაამკაცრონ ზომები, რათა არ მოხდეს ქუჩაში ანგარიშსწორებები. ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ ამ კადრების ხილვის შემდეგ კვლავ გაიღვიძებს მოსახლეობაში ის გრძნობები, რაც იყო 2012 წელს, კარგად გახსოვთ, რომ ციხის კადრებმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი და ვაფრთხილებ, რომ ამ კადრების ხილვის შემდეგ ხალხში აგრესია კიდევ უფრო მოიმატებს და ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ქუჩაში მათი ლინჩის წესით გასამართლება.

 

- კონკრეტული პასუხი მაინტერესებს, თუკი კადრები განადგურდა, როგორ აღმოჩნდა ინტერნეტსივრცეში?


- პირადად მე კადრების განადგურების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან  ვთვლიდი, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და უნდა დაწყებულიყო გამოძიება, თუმცა კადრების ნაწილი გაანადგურეს და ნაწილი დატოვეს. მე არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა ეს კადრები ინტერნეტსივრცეში, თქვენ რატომ გამორიცხავთ, რომ არსებობდა ამ კადრების ასლები და დაინტერესებულმა მხარემ ეს გააკეთა, 28 ათასი ფაილი იყო, ასობით ადამიანი მონაწილეობდა, „ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრები ერთმანეთსაც კი აშანტაჟებდნენ. როგორ ფიქრობთ, შიგნით ერთიანი აზრია? რა თქმა უნდა, არა... ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან. მაგრამ ყველაზე გასაოცარი იცით, რა არის? რომ ამ კადრების შემოქმედები - გიგა ბოკერია და „ნაცმოძრაობა", დღეს ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ ძალადობის გზით. ბოკერიამ თქვა, რომ ყველას უნდა მოვთხოვოთ პასუხი - მეგობრებს, მეზობლებს, ახლობლებს, ვინც „ოცნებას" ხმა მისცა... ის მოუწოდებს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი არის გამწარებული და ყოველდღიურად მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას", რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს. ამდენ ფულს გაძლევთ, ამდენი დახმარება გაქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ევროპის „სახალხო პარტია" მხარს გიჭერთ და რით ვერ გამოიყვანეთ ხალხი ქუჩაშიო. თქვენ ნახეთ, რომ მისმა მსტოვარმა ანდრო ბარნოვმა ძალადობრივი მოწოდებები დაიწყო, - „გამოდით ქუჩაში, გავყაროთ ხელისუფლება!" მათ ამ ხნის მანძილზე ვერ მოახერხეს ხალხის დარაზმვა და ქუჩაში გამოყვანა და პროვოკაციების მოწყობაზე გადავიდნენ. რაც გააკეთა ჩერგოლეიშვილმა, ეს იყო კლასიკური პროვოკაცია, მიდიან ყველაფერზე, რომ წესრიგი დაარღვიონ, ხელოვნურად ჩაიდინონ დანაშაული, რომ პოლიციამ დააპატიმროთ, შემდეგ იყვირონ, - „საქართველოში მძვინვარებს დიქტატურა!.." მაინც არაფერი გამოსდით, მაგრამ თქვენ ნახავთ, კიდევ უფრო დაძაბავენ ვითარებას. ამ კადრებმა კიდევ უფრო გააძლიერა აგრესია როგორც „ნაციონალებზე", ასევე „ხელისუფლებაზე", ერთი სჩადიოდა დანაშაულს, მეორე უმოქმედოდ არის. მთავარი ორგანიზატორები დღეს ქვეყნიდან გაქცეულები არიან. სად არის კოხტა კოდუა?.. სად არის მექის ქარდავა? ღატომ ვერ ახერხებენ სხვა დამნაშავე ფიგურანტების დაკავებას? ერთი რამაა, 2012 წელს ჩვენ ავირჩიეთ ეს ხელისუფლება იმიტომ, რომ ნაგავი ერთხელ და სამუდამოდ გაეტანათ. „ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, უნდა გასამართლდეს. დამნაშავეები, რომლებიც დღეს ციხეებში უნდა ისხდნენ, აქციას გვიმართავენ და ხელისუფლების დამხობით იმუქრებიან. ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მოწოდება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. ესენი საერთოდ როგორ ლაპარაკობენ მედიის თავისუფლებაზე? აღარ დამთავრდა ამათი ბოგინი ამ ქვეყანაში, ყველა ტელევიზიაში „ნაციონალები" არიან, ვინც განსხვავებულად ვაზროვნებთ, ყველა დაბლოკილი ვართ. მედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირადად მითხრა კიდეც, - თუკი „ნაციონალების" მიმართ რადიკალური იქნები, მაშინ, ჩვენს ეთერში ვეღარ მოხვდებიო. თუკი არ იზიარებ იმ აზრს, რომ ამ ხელისუფლებას ძალადობრივად ჩამოაგდებ, ტელეეთერებში არ მიგიწვევენ. ის, რომ უგულავა, ახალაია და მერაბიშვილი დაკავებული არიან, ეს საკმარისი არ არის, ყველა უნდა იყოს სათანადოდ დასჯილი, ვინც კი სისტემურ დანაშაულში მონაწილეობდა. ყველა ერთსა და იმავე კითხვას სვამს, - რატომ არ არის ხელისუფლება უფრო ქმედითი, რატომ არ სჯის დამნაშავეებს. დამიჯერეთ, ძალიან დიდი ზეწოლა ხდება დასავლეთის მხრიდან...


- ეს არ არის გასასამართლებელი საბუთი, ხელისუფლებას 28 ათასი ფაილი ჰქონდა, რითიც მტკიცდება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სისტემური დანაშაული... რატომ ვერ მოახერხა ამ ხელისუფლებას გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში, ევროსაბჭოსა და მაღალ ტრიბუნებზე გაეტანა „ნაციონალური მოძრაობის" სისტემური დანაშაულის ფაქტები?.. ჩვენ ასე სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, თუკი სამართლიანობა არ იქნება აღდგენილი.


- რასაც ჰიტლერი და ნაცისტები სჩადიოდნენ, ამაზე უარესი მათ არ  გაუკეთებიათ. ისინი პირდაპირ ტყვიას ესროდნენ, ან გაზის კამერაში კლავდნენ. რასაც ამბობთ, ყველაფერში გეთანხმებით, მაგრამ როცა „ნაცისტური" რეჟიმის გასამართლება დაიწყო, ეს პროცესი 3-4 წელიწადში არ მოგვარებულა, მაგრამ ჩვენთან გასამართლების ტენდენციით არ მიდის ხელისუფლება, ჩვენ ვხედავთ, ის ხალხი, ვისზეც არის მტკიცებულებები, რომ დანაშაული ჩაიდინეს, პლაკატის გაკვრის გამო კი არ უნდა ჩავსვათ ციხეში, არამედ ჩერგოლეიშვილი ხელისუფლების დამხობისკენ რომ მოუწოდებს, აი, ამიტომ უნდა გასამართლდეს. ახალაია ვაშლის გათლისთვის კი არა, სამეგრელოს კადრების გამო უნდა მივცეთ პასუხისგებაში. ნადარეიშვილი, რომელიც თეთრაძის მეუღლეს ემუქრება, - ხომ არ გავიწყდება, რომ შვილი გეზრდებაო, ამის გამო უნდა მივცეთ პასუხისგებაში. თეთრაძე, რომელმაც ასეთი ტანჯვა გამოიარა, არ აღიარა სამშობლოს ღალატი. და დღეს, ასეთი გმირი ადამიანის ოჯახს ემუქრებიან ახალაია და მისი მეუღლე. კაცი, რომელიც უსასტიკესი წამებით მოკლეს... დიახ, არ აღდგება სამართლიანობა, თუკი ამ გამაუპატიურებლებს სათანადო ადგილს არ მივუჩენთ... დიახ, ეს სასამართლო კვლავ „ნაციონალების" ხელშია, ერთ-ერთ ეპიზოდში მათ გაამართლეს კეზერაშვილი, გაამართლეს ადეიშვილი, თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა ვთქვა, რომ ამ გამაუპატიურებლების ხელშემწყობი არის „საია", „სამართლიანი არჩევნები" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა", როცა ეს ხალხი მერიიდან დათხოვნილი თანამშრომლების სიას სკრუპულოზურად იძიებს და ბოლომდე მიჰყვება, ამ საქმეებზე ხმა რატომ ჩაიკმინდეს?.. სახალხო დამცველი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს იმას, რომ საქართველოში სქესის შეცვლის პრობლემა არისო, ერთხელ თუ გაგიგიათ სახალხო დამცველისგან ამ საშინელ კადრებზე განცხადება?!. რამდენი ხანია ვამბობ, რომ მოხდეს ამ კადრების გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები. ეს არასამთავრობოები და სახალხო დამცველი ამ თემაზე დუმან, ეს ხომ არის ლუსტრაცია?!. „საერთაშორისო გამჭვირვალობას" ნებისმიერ პარტიაზე მეტი დაფინანსება აქვს, მაგრამ 9 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. თქვენ გსმენიათ მათი განცხადება პოლიტპატიმრების შესახებ, ან გამაუპატიურებლებზე? მე თუ მკითხავ, უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც „ნაცმოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის დანაშაულებს გამოიძიებს, ეს პარტია უნდა გასამართლდეს, რომ ასეთი უბედურება ქვეყანაში აღარასოდეს მოხდეს.


- რაც ხდება, ამ ყველაფერს ძალიან ცუდი სუნი უდის, რით შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს?

 

- დღევანდელი ხელისუფლების ქმედება ძალიან მაგონებს 1991 წელს, როცა ზვიად გამსახურდიამ ავტობუსებით ჩაკეტა თავისი სასახლე და მხარდამჭერები შემოიკრიბა, იმის ნაცვლად, რომ მას გაეწმინდა ქვეყანა იმ გარეწრებისგან, რომლებიც რკონში იყვნენ გახიზნულები და ვერაგულ სცენარს ამზადებდნენ, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ გარეწრებისგან გაწმინდოს ქვეყანა, გამყიდველებს, სისხლის სამართლის დამნაშავეებს პასუხი აგებინოს და ხელში უკავია ამდენი მტკიცებულება, მოქმედების ნაცვლად გაჩერებულები არიან, ყველა მხრიდან ურტყამენ, ესენი კი ხმას არ იღებენ. გეუბნებიან, ციხის კადრები დადგმული იყოო, 28 ათასი ფაილი მათ ხელში იყო. გეუბნებიან, სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლას ახდენო და ყველა ტელევიზია „ნაციონალების" ხელშია, საქართველოში კრიმინალიაო და თავად „ნაციონალები" არიან კრიმინალები. არ გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალების" მიერ დაგეგმილ ერთერთ აქციაზე მოხდეს გასროლა და ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას. მათი მიზანია, ქვეყანაში შექმნან მართული ქაოსი და ამ გზით შეეცდებიან ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაგრამ ეს გამორიცხულია!..

 

 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016