reportiori.ge - ლევან კობიაშვილი: საუბარი ნაადრევია, აუდიტორული კომპანიის დასკვნა გადაიგზავნება თუ არა საგამოძიებო უწყებებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:00
სპორტი
ლევან კობიაშვილი: საუბარი ნაადრევია, აუდიტორული კომპანიის დასკვნა გადაიგზავნება თუ არა საგამოძიებო უწყებებში
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2015. 15:37


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ხელშეკრულება ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ორი წლით გააფორმა მაშინ, როცა არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა.



რამდენიმე კომპანიასთან ფედერაციამ პრეზიდენტობის არჩევნებამდე საეჭვო გარიგებები გააფორმა.



კობიაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში ჟურნალისტებთან ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ფედერაციის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა, რომელზეც მისი თქმით, საკმაოდ სოლიდური თანხებია გათვალისწინებული.



ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან გაფორმებულია ორწლიანი ხელშეკრულება, რომელიც სოლიდურ თანხებს ითვალისწინებს. ეს ხელშეკრულება გაფორმდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და საინტერესოა, ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ გეგმავდა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება ორი წლის ვადით გაფორმებულიყო. ასევე გაფორმებულია ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიებთან საპიარო საკითხებზე, თუმცა ვის ხმარდებოდა ეს პიარი და ვისთვის იყო გათვალისწინებული უცნობია. საგულისხმოა, რომ ამ ხელშეკრულებებში ნახსენებია სიტყვა კონფიდენციალური", შესაბამისად, ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ. ეჭვი გვაქვს, რომ თანხები არამიზნობრივად არის დახარჯული, რაც შესწავლას საჭიროებს", - განაცხადა კობიაშვილმა.



კობიაშვილის თქმით, ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია, აუდიტორული კომპანიის დასკვნა გადაიგზავნება თუ არა საგამოძიებო უწყებებში.


 

ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია, აუდიტორული კომპანიის დასკვნა გადაიგზავნება თუ არა საგამოძიებო უწყებებში და დადგება თუ არა რომელიმე პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ახალი ხელმძღვანელობა, მიუხედავად მძიმე ფინანსური მდგომარეობისა, პრობლემებს მოაგვარებს და სახსრებს გამოძებნის", - აღნიშნა კობიაშვილმა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016