reportiori.ge - ლევან კობიაშვილი: ფედერაციაში არიან დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ხელფასს იღებენ და მათ არავინ იცნობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:51
სპორტი
ლევან კობიაშვილი: ფედერაციაში არიან დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ხელფასს იღებენ და მათ არავინ იცნობს
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2015. 16:15


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციაში რეორგანიზაცია გარდაუვალია.


როგორც კობიაშვილმა მიხეილ მესხის სტადიონის მედიაცენტრში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სისტემა, თუნდაც მენეჯმენტის კადრების კუთხით, პრობლემატურია.

 

ძალიან ბევრი გაურკვევლი ადამიანია დასაქმებული ფედერაციაში, რომლებიც ხელფასს იღებენ, რომ თითქოს მუშაობენ და არავინ იცის, ვინ არის ის ადამიანი. ფედერაციაში საერთოდ არ უნახავთ. ასეთი მსგავსი ხელშეკრულებებია სამწუხაროდ ბევრი. ამიტომ ვამბობ, რომ პირველ რიგში სისტემაა შესაცვლელი. პირველ რიგში სტრუქტურას ჩამოვაყალიბებთ, რაც მსგავს რაღაცებს გააუქმებს და არავის ექნება იმის საშუალება, რომ ერთპიროვნულად მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღოს. რომ მოვედით ფეხბურთის ფედერაციაში, უნდა ვიცოდეთ, რას ვიბარებთ. როდესაც ვსაუბრობ კადრების რეორგანიზაციაზე, ამაზე ბევრმა ფაქტორმა მიბიძგა. ფეხბურთის ფედერაციაში რომ მობრძანდეთ, აქ თუ 300 ადამიანამდე ნახავთ, არ ვიცი", - განაცხადა კობიაშვილმა.


კობიაშვილი განმარტავს, რომ ყველას გაემიჯნება ფუნქციები, თუ ვინ რა მოვალეობას შეასრულებს ფედერაციაში.

პირველივე კვირას, ელემენტარულ საკითხებზე შემოდიოდნენ ჩემთან და ამ სიტუაციაში რეაგირების საშუალებაც არ არსებობს. ფიზიკურად წარმოიდგინეთ თქვენი თავი, რომ დღის განმავლობაში იმდენი ადამიანის მიღება მიწევს, პასუხისმგებელი არავინ არ არის. ასე იყო ეს სისტემა მოწყობილი. პრეზიდენტთან მიდიოდნენ ყველა თემაზე, რადგან იმ ადმიანს კონკრეტულად უნდა ეთქვა, რომ კი, ასე იქნებაო". სხვა პასუხისმგებლობას ვერ იღებდა, გონიათ, რომ დღესაც ასეა. სტრუქტურაა გაუმართავი. როდესაც ვიცე-პრეზიდენტს არავითარი ფუნქცია არ აქვს იმის გარდა, რომ UEFA-ში წერილები აგზავნოს და  საბუთზე ეწეროს, რომ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. ეს მიდგომა შეიცვლება", - აღნიშნა კობიაშვილმა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016