reportiori.ge - ირმა ინაშვილი: ტანკებიც ჩამოიყვანონ საგარეჯოში და ამით დავასრულოთ არჩევნები...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 19:57
პრეს-დაიჯესტი
ირმა ინაშვილი: ტანკებიც ჩამოიყვანონ საგარეჯოში და ამით დავასრულოთ არჩევნები...
ავტორი:
20 ოქტომბერი, 2015. 16:46


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტიის მინისტრები საგარეჯოში თამარ ხიდაშელის არჩევნებში გასამარჯვებლად აქტიურად მუშაობენ.


„ისინი დარაზმულები არიან, როგორმე გაიყვანონ თამარ ხიდაშელი. დავით სერგეენკო, რომელსაც ადამიანურად ვცემდი პატივს, სამწუხაროდ, ისიც ჩამოვიდა საგარეჯოში და მედპერსონალს წარუდგინა თამარ ხიდაშელის კანდიდატურა. მინისტრები არ უნდა იყვნენ ასე პირდაპირ ჩართულები საარჩევნო პროცესში. მოვითხოვე დავით სერგეენკოსთან შეხვედრა, მინდოდა, მისთვის გადამეცა ჩემი ამომრჩევლის გულისტკივილი, და ასევე მეთქვა, რომ ყველა კანდიდატისთვის თანაბარი უნდა იყოს წინასაარჩევნო გარემო. თუ ყველა მინისტრი ჩამოვა და მხარს დაუჭერს რესპუბლიკელების კანდიდატს, თუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, პედაგოგებს, ექიმებს, ჯარს, მაშინ ტანკებიც ჩამოიყვანონ საგარეჯოში და ამით დავასრულოთ არჩევნები", - განაცხადა ინაშვილმა.

 

 

წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016