„ამ კადრების ხილვის შემდეგ ხალხში აგრესია კიდევ უფრო მოიმატებს და ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ქუჩაში მათი ლინჩის წესით გასამართლება", - აცხადებს „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე უკრაინულ მედიაში გავრცელებულ წამების ამსახველ ვიდეომასალაზე საუბრისად და შს სამინისტროს ქალაქში კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
„დღეს საქმე გვაქვს გამაუპატიურებელი პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობასთან. „ნაციონალები" იდეოლოგიურად ძალადობენ და გვიმტკიცებენ, რომ ციხის სკანდალური კადრები იყო დადგმული. ახლა მაინტერესებს და მათ ვეკითხები, - გაუპატიურების ეს კადრი დადგმულია?!. ეს სპექტაკლია?!. რაც ხდებოდა, საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან, გასარკვევია, ამ ყველაფერში რამდენად ერია ახალაიების ხელი, ახალაიების, მეგის ქარდავას ხელი... სამეგრელოში ჩიტი ვერ გაფრინდებოდა მათი ნებართვის გარეშე და გამორიცხულია, რომ მათი ხელი აქ არ ერიოს. დღეს კი ეს გამაუპატიურებლების პარტია და მათი წამქეზებლები, კანცელარიასთან ატარებენ აქციებს... პირადად მე შს სამინისტროს მოვუწოდებ, გაამკაცრონ ზომები, რათა არ მოხდეს ქუჩაში ანგარიშსწორებები. ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ ამ კადრების ხილვის შემდეგ კვლავ გაიღვიძებს მოსახლეობაში ის გრძნობები, რაც იყო 2012 წელს, კარგად გახსოვთ, რომ ციხის კადრებმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი და ვაფრთხილებ, რომ ამ კადრების ხილვის შემდეგ ხალხში აგრესია კიდევ უფრო მოიმატებს და ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ქუჩაში მათი ლინჩის წესით გასამართლება", - განაცხადა მჟავანაძემ.
წყარო: „კვირის ქრონიკა"