reportiori.ge - მამუკა არეშიძე: ვხედავ სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 20:39
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: ვხედავ სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებს
ავტორი:
21 ოქტომბერი, 2015. 11:30


ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მარტო ისინი კი არ უნდა დაისაჯონ, არამედ ბრძანების გამცემლებიც. ეს აუცილებელია, სხვანაირად ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და მშვიდობა არ იქნება", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე უკრაინულ მედიაში გავრცელებულ წამების ამსახველ კადრებზე საუბრისას და აქვე დასძენს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება არსებობს. არეშიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყანაში ანარქია და ქაოსი არ დაუშვას.

 

„სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებს ვხედავ, საზოგადოება ძალიან დიდხანს ცდილობდა, მოეთმინა ის ვითარება, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის" ამორალური ქმედება, როდესაც მათ ცოცხალი თავით არ უნდათ, აღიარონ თავიანთი დანაშაული და დღევანდელი აგრესიული ქმედებით ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ამ ყველაფერს დაერთო წამებისა და გაუპატიურების კადრების ჩვენება. საბოლოო ჯამში, მივიღეთ სამოქალაქო დაპირისპირების ფორმატი. მე არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება, შესაძლოა, უარესშიც გადაიზარდოს, ამის მაგალითი მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში გვაქვს, მაგალითად, ეგვიპტეში, ტუნისში და ა.შ. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ხელისუფლებას ძალიან დიდი ძალისხმევა მოეთხოვება იმისთვის, რომ ანარქია და ქაოსი არ დაუშვას, პლუს ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მარტო ისინი კი არ უნდა დაისაჯონ, არამედ ბრძანების გამცემლებიც. ეს აუცილებელია, სხვანაირად ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და მშვიდობა არ იქნება", - განაცხადა არეშიძემ.

 

 

 

წყარო:   „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016