reportiori.ge - ლია მუხაშავრია: სავსებით რეალურია, პუტინი გასკვანჩონ და ჰააგის ციხეში ჩასვან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 19:08
პრეს-დაიჯესტი
ლია მუხაშავრია: სავსებით რეალურია, პუტინი გასკვანჩონ და ჰააგის ციხეში ჩასვან!
ავტორი:
21 ოქტომბერი, 2015. 16:33


„საქართველოს ხელისუფლებას რომ ჩაეტარებინა გამოძიება და დაესაჯა დამნაშავენი, დღეს ფატუ ბენსუდა საქართველოში არ იქნებოდა", - ამის შესახებ ფატუ ბენსუდას ვიზიტისა და აგვისტოს ომის გამოძიების შესაძლო შედეგებზე საუბრისას ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ „კვირის ქრონიკას" განუცხადა.



მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს წინა ხელისუფლებამ ფორმალურად დაიწყო კიდეც გამოძიება, მაგრამ რეალურად არაფერი გამოუძიებიათ.



„ჰააგის სასამართლოს პროკურორები ჩამოდიოდნენ საქართველოში, ხვდებოდნენ მთავარი პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელებს, ესენი ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს გამოვიძიებთ, რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებთო, მაგრამ საქმე ლაპარაკს იქით არ წასულა. როცა ხელისუფლება შეიცვალა, კიდევ იყვნენ ჩამოსულები და მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს შეხვდნენ. კბილაშვილმა უთხრა, ძველი ხელისუფლება არ იძიებდა და ჩვენ გვადროვეთ ცოტა და გამოვიძიებთო. ბოლო ვადა მისცეს კბილაშვილს და ეს ვადაც ამოიწურა. ამიტომ ჰააგის ტრიბუნალში დადგა საკითხი, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს და დამნაშავენი დაისაჯონ", - განაცხადა მუხაშავრიამ.

 


იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებამ ვლადიმირ პუტინს დასდო ბრალი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ  პუტინი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარსდგეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ციხეშიც კი  ჩასვან.



„სავსებით რეალურია, რომ, თუ ყველაფერი ასე იქნება, პუტინი გასკვანჩონ და ჰააგის ციხეში ჩასვან. ეგენი ამ ბოლო დროს სულ პრემიერებსა და პრეზიდენტებს ასამართლებენ და რატომ არიან რუსეთის პრეზიდენტი თუ პრემიერი გამონაკლისები, არ მესმის. ისე, ძალიან მომეწონება, თუ ასე მოხდება და პუტინს ჩასვამენ ციხეში", -განაცხადა მუხაშავრიამ.

 

 

 

წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"

 

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016