reportiori.ge - ლევან კობიაშვილი: მოვუწოდებ იმერეთის რეგიონალურ ფედერაციას და სამართალდამცავებს, რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოძიებული ფაქტები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:23
სპორტი
ლევან კობიაშვილი: მოვუწოდებ იმერეთის რეგიონალურ ფედერაციას და სამართალდამცავებს, რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოძიებული ფაქტები
ავტორი:
22 ოქტომბერი, 2015. 13:22


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დღეს იმერეთის რეგიონალურ ფედერაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრო.

 

შეხვედრაზე განიხილებოდა 21 ოქტომბერს ვანის სტადიონზე მომხდარი ინციდენტი, სადაც ერთმანეთს მეორე ლიგაში მოასპარეზე ჩოხატაურის ბახმარო" ვანის სულორს" შეხვდა. თამაშის ფრედ დასრულების შემდეგ, „სულორის" გულშემატკივრები შეიჭრნენ სტადიონზე და მსაჯს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე მოხდა კლუბის წარმომადგენლების შეჭრა მსაჯის ოთახში და გასახდელში.

 

იმერეთის რეგიონალურ ფედერაციაში გამართულ შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტი განიხილეს და მხარეთა არგუმენტებს მოუსმინეს. შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს მსაჯმა, დამკვირვებელმა, დელეგატმა და მხარეების წარმომადგენლებმა.

 

ლევან კობიაშვილმა შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ უმკაცრესად დაისჯება ინციდენტში მონაწილე ყველა ადამიანი.

 

ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, დავსწრებოდი ამ ინციდენტის განხილვას, რადგან მსგავსი შემთხვევები ხელს უშლის და აზიანებს ქართულ ფეხბურთს და უნდა იყოს აღმოფხვრილი. სამწუხაროდ, გულშემატკივრების მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუშვებელ ქმედებებს. ამიტომ მე მოვუწოდებ იმერეთის რეგიონალურ ფედერაციას და სამართალდამცავებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოძიებული ფაქტები და მიღებულ იქნას მაქსიმალური ზომები. სამაგალითოდ დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც მსგავსი ქმედებით აზიანებს ქართულ ფეხბურთს. ეს არის დაუშვებელი", - აცხადებს ლევან კობიაშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016