reportiori.ge - მარინა მოლოდინი: ზურას ვერ დაიჭერდნენ, ამიტომ ერთადერთი გზა მისი მოშორება იყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 19:01
პრეს-დაიჯესტი
მარინა მოლოდინი: ზურას ვერ დაიჭერდნენ, ამიტომ ერთადერთი გზა მისი მოშორება იყო!
ავტორი:
23 ოქტომბერი, 2015. 10:47


ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლი და მეგობარი მარინა მოლოდინი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერი მოკლულია. როგორც მოლოდინმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა, ეს მოსაზრება ხარშილაძე-ძაძამიას პროცესებმა კიდევ უფრო გაუმყარა.


„ზურას წლების განმავლობაში ებრძოდნენ, მზარდი პოლიტიკოსი იყო, ბოლო პერიოდში მის გაპრეზიდენტებაზე ლაპარაკობდნენ. როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდა, მისმა რეიტინგმა ზრდა დაიწყო, ხალხს იმედი გაუჩნდა, მიხვდნენ, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის ერთადერთი შემაკავებელი ძალა სწორედ ჟვანია იყო. ამიტომ მოწინააღმდეგეები შეეცადნენ, მისთვის რაც შეიძლება მეტი ჭუჭყი და ტალახი ესროლათ. ზურას ვერ დაიჭერდნენ, ვერც ვერაფერს დააბრალებდნენ. ამიტომ მათთვის ერთადერთი გზა ზურას მოშორება იყო", - განაცხადა მოლოდინმა.


 

მისი თქმით,  სააკაშვილსა და ჟვანიას შორის დაძაბულობის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ჟვანია გარშემო ჭკვიან ადამიანებს იკრებდა. ხოლო სააკაშვილს გვერდით ვინც ჰყავდა, ყველამ კარგად ვიცით. ზურა წინ აღუდგებოდა სააკაშვილის მიერ ადამიანების დევნას, ბიზნესის ნგრევას, ქონების წართმევა-გადაფორმებას, თანაც იმ პერიოდში უკვე გამოიკვეთა ნიშნები, რომ ის ოპოზიციაში გადასასვლელად ემზადებოდა", - განაცხადა მოლოდინმა.




წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016