„ნაციონალები" ცდილობენ, ხელისუფლებას საგარეო სიტუაცია გაურთულონ. მათ საქართველოს შიგნით არ აქვთ რესურსი, რომ მდგომარეობა მასობრივ არეულობაში გადაიზარდოს", - აცხადებს ვალერი ხაბურძანია „ალიასთან" ინტერვიუში. უშიშროების ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალების" დაკვეთით, რომელიმე მნიშვნელოვანი ფიგურის ლიკვიდაციაც მოხდეს.
„მათ იმდენად პროვოკაციული ტვინი აქვთ, არც იმას გამოვრიცხავ, რომელიმე სადარბაზოსთან ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურაც „გააგორონ", - აცხადებს ხაბურძანია.
რაც შეეხება უკრაინიდან გავრცელებულ ვიდეომასალებს, ხაბურძანიას თქმით, ცნობილი ფაილების რამდენიმე ასლი არსებობს.
„ერთი შენახული იყო სამეგრელოში, მეორე აქვს სააკაშვილს, მესამე აქვს შემსრულებლებს, რომლებიც გაქცეულები არიან, იმავე ზურაბ ადეიშვილს. ერთი ასლი აუცილებლად ექნება ვანო მერაბიშვილს. ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მან არ დასაჯა არც შემსრულებლები და არც დამკვეთები", - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)