reportiori.ge - ვალერი ხაბურძანია: ცნობილი ფაილების ერთი ასლი აქვს სააკაშვილს, მეორე კი - შემსრულებლებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 19:32
პრეს-დაიჯესტი
ვალერი ხაბურძანია: ცნობილი ფაილების ერთი ასლი აქვს სააკაშვილს, მეორე კი - შემსრულებლებს!
ავტორი:
23 ოქტომბერი, 2015. 14:45


„ნაციონალები" ცდილობენ, ხელისუფლებას საგარეო სიტუაცია გაურთულონ. მათ საქართველოს შიგნით არ აქვთ რესურსი, რომ მდგომარეობა მასობრივ არეულობაში გადაიზარდოს", - აცხადებს ვალერი ხაბურძანია „ალიასთან" ინტერვიუში. უშიშროების ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალების" დაკვეთით, რომელიმე მნიშვნელოვანი ფიგურის ლიკვიდაციაც მოხდეს.


 

„მათ იმდენად პროვოკაციული ტვინი აქვთ, არც იმას გამოვრიცხავ, რომელიმე სადარბაზოსთან ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურაც „გააგორონ", - აცხადებს ხაბურძანია.

 

 

რაც შეეხება უკრაინიდან გავრცელებულ ვიდეომასალებს, ხაბურძანიას თქმით, ცნობილი ფაილების რამდენიმე ასლი არსებობს.

 

„ერთი შენახული იყო სამეგრელოში, მეორე აქვს სააკაშვილს, მესამე აქვს შემსრულებლებს, რომლებიც გაქცეულები არიან, იმავე ზურაბ ადეიშვილს. ერთი ასლი აუცილებლად ექნება ვანო მერაბიშვილს. ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მან არ დასაჯა არც შემსრულებლები და არც დამკვეთები", - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

 

წყარო: გაზეთი „ალია"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016