reportiori.ge - მამუკა არეშიძე: დაპირისპირება ღრმავდება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 19:07
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: დაპირისპირება ღრმავდება...
ავტორი:
23 ოქტომბერი, 2015. 19:00


პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას არაკორექტულს უწოდებს მამუკა არეშიძე. ექსპერტი იმედოვნებს, რომ ეს იყო ემოციური ნათქვამი და არა მოქმედებაზე ორინტირებული.


 

„ეს იყო არაკორექტული განცხადება და ვიმედოვნებ, რომ ემოციებზე დამყარებული. ვფიქრობ, პოლიტსაბჭო უნდა შეიკრიბოს და გადაწყვიტონ, რას აკეთებენ. ცუდად მენიშნა სოციალურ ქსელში გამონათქვამები: „გოიმები", „პროდასავლურები". მექმნება შთაბეჭდილება, რომ ღრმავდება დაპირისპირება. ისეთი პროცესებია, რაც 90-იან წლებში იყო. ადამიანებს საერთოდ არ უნდათ ერთმანეთის მოსმენა. შუაზეა გახლეჩილი ჟურნალისტთა კორპუსი. მათ აქვთ თავიანთი დებულება, ინფორმაცია და სხვის ინფორმაციას არ ცნობენ... საზოგადოება ორ ნაწილად დაიყო: ან „ქართული ოცნების" მომხრეა, ან „ნაციონალური მოძრაობის". არ შეიძლება საზოგადოების ასე გახლეჩა. ახლა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იფიქროს, როგორმე მოახერხოს ხალხის კონსოლიდაცია და საზოგადოების ბანაკებად დაყოფას ხელი შეუშალოს", - განაცხადა არეშიძემ „ალიასთან" საუბრისას.

 


რაც შეეხება თამაზ მეჭიაურის განცხადებას - „რუსთავი 2"-ის საქმის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტსაც მოვუვლით", - განაცხადა დეპუტატმა.

 

წყარო: გაზეთი „ალია"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016