გასულ კვირას სრულიად საქართველო შეძრა და შოკში ჩააგდო ერთ-ერთი უკრაინული საიტის (www.tube.ua) მიერ გავრცელებულმა ვიდეომასალამ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მანქურთების მიერ სამეგრელოში დატყვევებული მამაკაცის გაუპატიურებას ასახავს.
კერძოდ, უკრაინული პორტალის მიერ გავრცელებულ შემზარავ დოკუმენტურ ვიდეოკადრებში სააკაშვილის ჯალათების მიერ, სასურველი ჩვენების გამოძალვის მიზნით, მამაკაცის გაუპნატიურების ორი ეპიზოდია მოცემული:
1. გაშიშვლებული მამაკაცი რამდენიმე ადამიანს ჰყავს გაკავებული, ერთ-ერთი ჯალათი კი მას უკანა ტანში პოლიეთილენის ბოთლის შეყვანით აუპატიურებს. წამების იარაღად გამოყენებულია ელექტროშოკერიც, რომელსაც მსხვერპლს დუნდულებზე ადებენ, რათა ანუსში ბოთლის შეყვანა გაუადვილდეთ.
2. გაშიშვლებული მამაკაცი თოკით მაგიდაზე პირქვე ჰყავთ დაბმული და ერთ-ერთი ჯალათი, რომელიც ყავარჯნებზეა დაყრდნობილი, მსხვერპლს უკვე „ნატურალურად", ბოთლის ან რაიმე სხვა საგნის გამოყენების გარეშე, საკუთარი სასქესო ორგანოთი აუპატიურებს.
ძვირფასო მკითხველო, პირადად მე და „ასავალ-დასავალის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ნადარეიშვილმა, სხვა ჟურნალისტებთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ეს კადრები ჯერ კიდევ 2013 წლის ივნისში ვნახეთ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში დამარხულ კასრებში აღმოჩენილი ვიდეოფაილების დახურული ჩვენება მოაწყო.
თუმცა, მაშინ ჩვენ ვნახეთ უფრო მეტი, ვიდრე უკრაინული პორტალის მიერ გავრცელებულ კადრებშია ნაჩვენები:
სააკაშვილ-მერაბიშვილ-ახალაიების ჯალათებს მამაკაცი მაგიდაზე „სკოჩით" ჰყავთ დაბმული. ორ ნაძირალას მსხვერპლისთვის ხელები თმაში აქვს ჩავლებული და თავს უჭერს, მესამე კი სასქესო ორგანოს პირის ღრუში ჩრის, ანუ მაგიდაზე დაბმულ მამაკაცთან ორალურ სქესობრივ კავშირს ამყარებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ჯალათი, რომელიც სამეგრელოში, ნაცხროვის მიერ მოწყობილ საწამებელ ჯურღმულებში, მამაკაცებს აუპატიურებდა, ცნობილი მანიაკების - ბაჩო და დათა ახალაიების, მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუას ყოფილი „ნასედკა" თემურ უბირია ბრძანდება, რომელიც დღეს ციხეში ზის და 7-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
„ასავალ-დასავალის" ფურცლებზე შარშან გამოვაქვეყნეთ კიდეც ამონარიდები უბირიას მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან, რომელშიც იგი დეტალურად აღწერს, ვისი დავალებით და როგორ აუპატიურებდა მამაკაცებს, რაშიც მას სააკაშვილის მანქურთები 35 ლარს უხდიდნენ!
დიახ, მამაკაცის გაუპატიურება 35 ლარად - ასეთი ნიხრი ჰქონდა დაწესებული სააკაშვილის რეჟიმს და ამდენად უღირდა ნაცხროვას ქართველი კაცის ღირსება, ადამიანობა, კანონი და სამართალი საქართველოში!
35 ლარად მამაკაცების გამაუპატიურებელი თემურ უბირია - აი, სააკაშვილისა და მისი ნაცხროვის ნამდვილი სახე!
სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ახალაიები და მთელი ნაცხროვა - ეს არის კოლექტიური „თემურ უბირია" - სისტემა, რომელიც აწამებდა, აუპატიურებდა და კლავდა!
სისტემა, რომელიც სჩადიოდა დანაშაულს ადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ!
სისტემა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს, როგორც 21-ე საუკუნის ფაშიზმი!
დიახ, 21-ე საუკუნეში სწორედ საქართველოში უნდა შედგეს ახალი „ნიურნბერგის პროცესი", რომელზეც ადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი ნაცხროვა გასამართლდება!
თუ ეს ასე არ მოხდება, საქართველოს მოსვენება არ უწერია!
თუ ეს ასე არ მოხდება, საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერასოდეს შედგება!
თუ ეს ასე არ მოხდება, კვლავ გაჩნდებიან სააკაშვილები და კოლექტიური „თემურ უბირიები", რომლებიც საქართველოში კანონს, სამართალს, მორალს, ადამიანობასა და ქართველ მამაკაცებს 35 ლარად გააუპატიურებენ!
სანამ სააკაშვილი გასამართლებული არ არის და ციხეში არ ზის, საქართველო გაუპატიურებულია!
სანამ ნაცხროვა აკრძალული და პოლიტიკიდან ამოშანთული არ არის, საქართველო ნამუსახდილია!
და კიდევ, ამ წერილს მეგრული სათაური საგანგებოდ შევურჩიე!
იმიტომ, რომ სამეგრელომ ყველაზე მწარედ იწვნია სააკაშვილის ანტიადამიანური და ბარბაროსული რეჟიმის სისასტიკე!
იმიტომ, რომ სამეგრელოს განსაკუთრებული ტვირთის ტარება უწევს, რადგან მამაკაცების გამაუპატიურებლებიც და გაუპატიურებული მამაკაცებიც მისი მკვიდრები არიან!
ამიტომაც, ნაცხროვის საბოლოო დასამარება სწორედ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს!
საერთო ქართული ტკივილის გაყუჩებაში, როგორც ყოველთვის, ახლაც სამეგრელომ უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი!
კოჩიში მახოდალეფი თე ქიანას სამუდამოთ ოკო დუთხინუათ!
კოჩიში მახოდალეფი ამ ქვეყანას სამუდამოდ უნდა მოვაშოროთ!
დრო აღარ იცდის!
წაიკითხეთ! შეძრწუნდით! - აი, რას აკეთებდა ნაცმოძრაობა!
სააკაშვილ-ახალაიების ჯალათის თემურ უბირიას ჩვენებიდან:
„ბუნკერის შუაში იდგა მაგიდა, რომელზედაც მუცლით ქვემოთ გადაწყვენილი იყო ჩემთვის უცნობი მამაკაცი. მას ხელები ჰქონდა დაბმული „სკოტჩით" და ფეხებიც „სკოტჩით" ჰქონდა მიკრული მაგიდის ფეხებზე. ნუკრი ლაგვილავამ, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა, მითხრა: გაიხადე ტანსაცმელი, მიდი ახლა და გააუპატიურეო. მე იძულებული გავხდი, ტანთ გამეხადა, მივუახლოვდი ჩემთვის უცნობ პირს, უკანა ტანიდან მივადე სასქესო ორგანო და გავაკეთე იმიტაცია, ვითომ ვამყარებდი სქესობრივ კავშირს. რეალურად არ შემიყვანია ჩემი სასქესო ორგანო მის სწორ ნაწლავში. მამაკაცებს ეჭვი შეეპარათ, რომ მე ვერ შევძელი სქესობრივი კავშირის დამყარება. ამიტომ, ისევ მიბრძანეს ჩაცმა, რის შემდეგაც, სახეზე ჩამომაცვეს ნიღაბი, გამომიყვანეს გარეთ, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს ზუგდიდის ცენტრში. როგორც ხმით გავიგე, მანქანას მართავდა ნუკრი ლაგვილავა, ხოლო მის გვერდით იჯდა ირაკლი ახალაია. ზუგდიდის ცენტრში, მანქანიდან გადავიდა ირაკლი ახალაია და როცა დაბრუნდა, თქვა, რომ აფთიაქში იყსიდა წამალი „ვიაგრა". ამის შემდეგ, გზაში დამალევინეს ერთი „ტაბლეტი", როგორც მათგან ვიცი, „ვიაგრა" და დამაბრუნეს ბუნკერში, სადაც შემოვიდნენ ირაკლი ახალაია და ნუკრი ლაგვილავა. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა ნიღბიანმა მამაკაცმა (რომელიც არ ვიცი, ვინ იყო) კვლავ მიბრძანა, გაიხადე და დაამყარე სექსუალური კავშირიო. მე დავემორჩილე, გავიხადე და ჩემი სასქესო ორგანო მივადე უკანა ტანიდან სწორ ნალავთან და კვლავ იმიტაცია გავაკეთე, ვითომ მასთან სქესობრივ კავშირს ვამყარებდი. ამის შემდეგ გადმოაბრუნეს გულაღმა და მითხრეს, რომ ზემოდან დავმჯდარიყავი და დამემყარებინა სქესობრივი კავშირი პირის ღრუში. მე დავაჯექი მამაკაცს გულმკერდზე, მათ წამოუწიეს მას თავი და ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ჩემთვის სქესობრივი კავშირის დამყარებაში მამაკაცის პირის ღრუში, რის შემდეგაც მე სასქესო ორგანოს ვადებდი მამაკაცს სახეზე და ტუჩებზე, თუმცა, ის გვიძალიანდეოდა და ვერ ვახერხებდი მის პირის ღრუში მოთავსებას...
ამის შემდეგ, ნიღბიანმა მამაკაცებმა ლაგვილავამ, ახალაიამ და წითურმა მამაკაცმა, შიშველი მამაკაცი მუცლით ქვევით გადააწვინეს რაღაც საგანზე, სავარაუდოდ, ხის მაგიდაზე. დაუბეს ფეხები და ხელები და დამიძახეს მე, რომ გამეუპატიურებინა უკანა ტანიდან დაბმული მამაკაცი. მე მივედი შიშველ მამაკაცთან უკანა მხრიდან და მასთან დავამყარე სქესობრივი კავშირი უკანა ტანიდან. ამ პროცესს იღებდა, თუ სწორად მახსოვს ან ლაგვილავა, ან წითური მამაკაცი ვიდეოკამერით. ჩემს საქმეს რომ მოვრჩი, ნუკრი ლაგვილავამ, ირაკლი ახალაიამ და წითურმა მამაკაცმა ჩამსვეს კვლავ მანქანაში და მიმიყვანეს სახლთან, სადაც ნუკრი ლაგვილავამ გადმომცა 35 ლარი.
ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"