წამებისა და გაუპატიურების ამსხაველ კადრებში გამაუპატიურებელი პირის ვინაობას ასახელებს ყოფილი პოლიტპატიმარი შოთა აფხაიძე. მისი თქმით, იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, რომლებიც მამაკაცთა გაუპატიურების კადრების გადაღებაში მონაწილეობდნენ, დღემდე მუშაობენ შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საგარეო დაზვერვაში, ანტიტერორისტულ ცენტრში.
„რაც შეეხება პიროვნებას, რომელიც აუპატიურებდა მამაკაცებს, მის შესახებ შს სამინისტრომ ყველაფერი იცის. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის ჩვეულებრივად აგრძელებდა მუშაობას სუს-ში. მოძალადეების სამსახურიდან გაშვება იმიტომ არ მოხდა, რომ ალბათ მათ რაღაც მიზნებისთვის იყენებდნენ. არ მესმის, ასეთი ადამიანები როგორ დადიოდნენ დაუსჯელად?" - განაცხადა აფხაიძემ.
მისი ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც კადრებში ფიგურირებს, ბოლოს მეგის ქარდავასთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდა. „ამ პიროვნებამ 6 თვის წინ დატოვა საქართველო და უკრაინაში გადაბარგდა. სააკაშვილმა ხომ ოდესის ოლქში თავისი ჯოგი შეკრიბა, „ზონდერები" და მწამებლები", - განაცხადა აფხაიძემ.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)