ყველასთვის კარგად ცნობილია ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ- ფიტოციდები, რომლებსაც იგი გამოჰყოფს, ანადგურებს მიკრობებსა და ვირუსებს ნებისმიერ ანტიბიოტიკზე უკეთ; იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაღლებს იმუნიტეტს, აახალგაზრდავებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
თუმცა, ალბათ, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რომ ლამაზად შეფუთულ ნიორს, რომელიც ჩინეთიდან ჩამოაქვთ, არცერთი ეს შესანიშნავი თვისება არ გააჩნია. მას მხოლოდ სურნელი და გემო აქვს.
იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე, ებრძოლო გრიპსა და სხვა დაავადებებს, შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი ნივრის მეშვეობით.
ბოლო დროს სუპერმარკეტებში ხშირად გვხვდება ჩინური ნიორი - კარგი ხარისხის და ზედმიწევნით სუფთა. შეხედავ და გაიფიქრებ: „იცის ხალხმა, როგორ აწარმოოს კარგი მოსავალი, თანაც, შეუნარჩუნოს მიმზიდველი იერი!"
სხვა საქმეა ადგილობრივი ნიორი. შენახვის შესაბამისი პირობების არქონის გამო ხარისხიანი პროდუქციაც კი კარგავს რამდენიმე თვეში პირვანდელ ფორმას, ნაწილობრივ ჭკნება, ნაწილობრივ კი ლპება.
ჩინური ნივრის საშიში მინარევები
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩინეთმა დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა ნივრის მწარმოებელი ქვეყნის მსოფლიო ლიდერის პოზიცია - დაახლოებით 80% პროდუქციისა, რაც წელიწადში 12 მილიონ ტონას შეადგენს, სწორედ ჩინეთიდან მოდის.
მაგრამ ყველასთვის ცნობილი როდია, რომ ჩინური ნიორი საშიშ კომპონენტებს შეიცავს. დამოუკიდებელმა ქიმიურმა ლაბორატორიულმა კვლევებმა არაერთხელ დაამტკიცა ეს ფაქტი. იგი შეიცავს მძიმე ლითონის მომატებულ კონცენტრაციას და სხვა, ჯანმრთელობისთვის საშიშ ტოქსიკურ მინარევებს.
ხშირად ნიორი ჩვენს ბაზარზე ჩინეთის ისეთი პროვინციებიდან ჩამოაქვთ, რომელთა ყანებშიც ადრე ინსექტიციდურ საშუალებას - დუსტს იყენებდნენ, რომელიც უამრავ ქვეყანაში აკრძალულია. და ყველაზე უსიამოვნო კი ის არის, რომ სილამაზისთვისა და შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ნიორს ქლორის ხსნარში ავლებენ!
ადგილობრივი ნივრის სასარგებლო თვისებები
სტატისტიკური მონაცემებით, ბაზარზე ადგილობრივი ნიორი მხოლოდ 30%-ის ოდენობით არის, აქედან 90% მოსახლეობის ბოსტნებიდან და ნაკვეთებიდან და მხოლოდ 10% - ფერმერული მეურნეობიდან.
ბაზარში, ბებიებთან ნაყიდი ნიორი შეიძლება ისე მიმზიდველად ვერ გამოიყურებოდეს, როგორც იმპორტული, მაგრამ იგი საფრთხეს არ წარმოადგენს. სპეციალისტები სწორედ ასეთი ნივრის შეძენას გვირჩევენ. კვლევები ამტკიცებს, რომ ადგილობრივი წარმოების ნიორი უფრო ცხარეა და მის შემადგენლობაში მშრალი ნივთიერებების მაღალი პროცენტია. მის სიცხარეს ქიმიური ელემენტი გოგირდი განაპირობებს, რომელიც ჩვენს მიწებში უხვად მოიპოვება.
ასე რომ, თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, უმჯობესია, თავი შეიკაოთ იმპორტული ნივრის შეძენისგან და შეცვალოთ იგი «მშობლიურით».