reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის სახე ის დაქირავებული მწამებელია, რომელსაც 30 ლარად კაცი უნდა გაეუპატიურებინა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:54
მთავარი თემა
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის სახე ის დაქირავებული მწამებელია, რომელსაც 30 ლარად კაცი უნდა გაეუპატიურებინა!
ავტორი:
25 ოქტომბერი, 2015. 23:19

„მთავარი იდეოლოგი და არქიტექტორი ადამიანების წამებისა იყო სააკაშვილი. სწორედ ის დამისი გუნდი იყვნენ ამ მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედნი, ამიტომ თქვენ - ქართველმახალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საბოლოოდ უთხარით უარი 2012 წლის 1 ოქტომბერს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ამომრჩეველთან შეხვედრისას.


პრემიერმა მარტვილელ ამომრჩეველს მან შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარუდგინა.


"თავისუფლებაა, რომელიც ჩვენს ხალხს ასე სწყუროდა ყოველთვის. გადახედეთ ჩვენს ისტორიას.ხალხმა შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა, ის სიდუხჭირე და გაჭირვება მოითმინოს, მაგრამ თურომელიმე ხელისუფალი შეეხება ქართველი კაცის ღირსებას და მის თავისუფლებას, მისი ბედიარის დასრულებული და ასეც მოხდა. თავიდან სააკაშვილმა დაიწყო კარგად, რეფორმებით,მაგრამ შემდეგ შეეხო ყველაზე მთავარს და აკრძალულს, არ შეიძლება ქართველ კაცს მიაყენოშეურაცხყოფა, არ შეიძლება ქართველ კაცს ღირსება შეულახო და თავისუფლება შეუზღუდო,ამიტომ მათი დრო საქართველოში დასრულებულია და ჩვენ გპირდებით, რომ ეს დროსსაქართველოში არასდროს დაბრუნდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ ვიდეო კადრები.




„უკაცრავად, რომ ასე ღიად გესაუბრებით, თუმცა ბევრს არ მოსწონს ჩემი რიტორიკა, მაგრამ მეეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემი ხალხი. ჩვენ თუ არ შევაფასეთ ერთად,თუ არ ვთქვით - არა ძალადობას და იმ ბნელ წარსულს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 3 წლის წინიყო, ჩვენ წინ ვერ წავალთ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარარსებობს. არ არსებობს მოძალადე პოლიტიკოსების ადგილი ქართულ სახელმწიფოში. ისსაშინელი და შემზარავი ვიდეოები, რომელიც გამომჟღავნდა და კიდევ ერთხელ მხილებულ იქნაწინა ხელისუფლება, თუ როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ადამიანებს. ეს ხდებოდა აქსამეგრელოში და არა მხოლოდ აქ, ყველა რეგიონში. ჩემი მინისტრობის დროს იქნა ეს საქმეებიგამოძიებული. ჩვენ მაშინ გავხსენით შეკვეთილი მკვლელობის საქმეები, წამების, გაუპატიურებისსაქმეები. მივმართავ ოპონენტებს, ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ ეს ქვედა დონეზე ხდებოდა?! არა,მეგობრებო, ეს ყველაფერი თავიდან მოდის. მთავარი იდეოლოგი და არქიტექტორი ამის იყოსააკაშვილი. სწორედ ის და მისი გუნდი იყვნენ ამ მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედნი,ამიტომ თქვენ - ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საბოლოოდ უთხარით უარი2012 წლის 1 ოქტომბერს და მე ძალიან მჯერა, რომ ეს უარი დადასტურდება ასევე 2016 წლისოქტომბერში.ეს ადამიანები საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან. სწორედ ასეთიადამიანები ჯერ კიდევ ცდილობენ ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესების პოლიტიზებას,ისეთის, მაგალითად როგორიცაა ტელევიზია "რუსთავი 2", რომლის მფლობელის ვინაობა წლებისგანმავლობაში იყო უცნობი, არც გვაინტერესებს არავის, ვისი არის ეს ტელევიზია, ან ვისი გახდება.ჩვენთვის და ჩემთვის არის მთავარი ის, რომ ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში.ჩემთვის მფლობელს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს, მაგრამ ეს უნდამოხდეს დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს მიერ და არა ჩვენი ჩარევით, ამიტომ ჩვენამ პროცესს აბსოლუტურად გავემიჯნეთ თავიდანვე. ჩვენ ვთქვით, ეს არის დავა, სააკაშვილს დაამ ტელევიზიის ყოფილ მფლობელს შორის, ქიბარ ხალვაშს შორის. ეს კაცი სამი წელი ცდილობდაჩვენი დახმარებით, რომ რაიმე გაეკეთებინა, მიმართა მან პროკურატურას ათასჯერ, მთავრობას,პარლამენტს, ყველას მიმართა, რომ აღედგინა დარღვეული უფლებები, ეს წართმეული ქონება,მაგრამ მის მსგავსად საქართველოში არიან ათასობით ადამიანები, რომელთაც დაკარგესსაკუთარი ქონება, სახლები. ჩვენ შეგნებულად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, რომ არ მიგვეცა საბაბიიმის თქმის, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვცდილობთ, თავისუფალ მედიას ხელი შევუშალოთ, ეს არმოხდება. გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას, რატომ არის მხოლოდ "რუსთავი 2" ოპოზიციური?ასევე "იმედი" არის ოპოზიციური, ასევე "მაესტრო", "პირველი არხი", ყველანი ოპოზიციურიარიან, მაგრამ ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას. რამდენიც უნდათ იმდენი გვაკრიტიკონ,ოღონდ გვაკრიტიკონ ობიექტურად. ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016