reportiori.ge - როგორ დავიცვათ თავი ელფოსტისა და პირადი სოციალური ქსელის გატეხვისგან - მამუკა ჭელიძის რჩევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 19:33
პრეს-დაიჯესტი
როგორ დავიცვათ თავი ელფოსტისა და პირადი სოციალური ქსელის გატეხვისგან - მამუკა ჭელიძის რჩევა
ავტორი:
26 ოქტომბერი, 2015. 12:14


როგორ დავიცვათ თავი ჰაკერებისგან - ამ თემაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე გაზეთ „პრაიმტაიმს" ესაუბრა. მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა ინტერნეტმომხმარებელი რეგისტრაციის დროს ყურადღებას არ აქცევს უსაფრთხოების პარამეტრებს, რის გამოც სოციალური ქსელი თუ ელექტრონული ფოსტა ადვილად შეღწევადი ხდება.


„პირველ რიგში, აუცილებელია მომხმარებლის აიპი ისტორიის მუდმივი შემოწმება, ასეთი პროგრამული შესაძლებლობა აქვს სოციალურ ქსელებს და ის ავტომატურად გატყობინებთ, ვინ და საიდან შევიდა თქვენი სახელით. შესაბამისად, როცა იდენტიფიცირებული გაქვს ის მონაცემები, რითაც ელსაფოსტო ყუთს ან სოციალურ ქსელს დაუკავშირდი, ადვილი გადასამოწმებელია სხვა აიპის დაფიქსირება შენს პირად მეილზე თუ სოციალურ ქსელში. ასევე ერთ-ერთი ეფექტური გზაა ტელეფონის მეშვეობით  უსაფრთხოების დამადასტურებელი  კოდის მიღება. ამ შემთხვევაში, თითოეული ვიზიტის დროს, თქვენს ტელეფონზე მოგდით მესიჯი და თუ სხვა პირი შვიდა თქვენს მეილზე ან FACEBOOK-ზე, ოპერატიულად, ტელეფონის მეშვეობით მიიღებთ ინფორმაციას, რაც დროული რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. უფრო მნიშვნელოვანი გარემოებაა, როდესაც ინტერნეტმომხმარებელი იღებს მიბმულ ფაილებს, რომელსაც დაუფიქრებლად ხსნის ან ჩამოტვირთავს ხოლმე და რომელიც ჰაკერული თავდასხმის მიზნით გამოიყენება., რადგან თუნდაც ერთი ასეთი ლინკის გახსნით ან მიბმული ფაილის ჩამოწერის მომენტში, მას შეუძლია პირადი პაროლის მოპარვა. ამიტომ მომხმარებელს ვურჩევ, თავი შეიკავონ ყველა ასეთი შეთავაზების მიღებისგან, რომელიც მეილს ან სოციალურ ქსელს მოყვება. ეს შესაძლოა, პირდაპირ იყოს გამიზნული მათი პირადი ინფორმაციის დაუფლებისთვის", - განაცხადა ჭელიძემ.


წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016