reportiori.ge - ეკა ბესელია: ამ კადრების გავრცელება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 18:56
პრეს-დაიჯესტი
ეკა ბესელია: ამ კადრების გავრცელება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის
ავტორი:
26 ოქტომბერი, 2015. 12:28


ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას არ აქვს ეჭვის საფუძველი, რომ წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებასთან ხელისუფლებას კავშირი აქვს. მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესებში არ შედის აღნიშნული მასალების გასაჯაროება.


„ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნება იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურება და ეს ნება გამოიხატა თავის დროზე, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა კომისიის გადაწყვეტილებით გაანადგურა ასეთი ჩანაწერები. ამ პროცესში ჩართული იყო არასამთავრობო სექტორიც. თუმცა თავის დროზე, ბევრ ადამიანს ჰქონდა წვდომა ამ კადრებზე, საუბარი მაქვს წინა ხელისუფლებაზე. როცა 2012 წელს ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა, აქედან დაახლობით 2 თვის განმავლობაში ძალოვან უწყებებს კვლავაც აკონტროლებდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. შესაბამისად, ამ კადრებთან, არქივთან წვდომა მათ ჰქონდათ. მაშინ გამოითქვა ეჭვი, რომ არსებობს ბევრი ადამიანი, ვისაც შეეძლო ასლების გადაღება. ასე რომ, ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, ვინ დგას ამ კადრების გავრცელების უკან", - განაცხადა ბესელიამ.

 

 

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016