reportiori.ge - რას წარმოადგენს „უკრაინული ვიკილიქსი“ და რა მეთოდებით მუშაობს ეს სკანდალური სააგენტო?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 19:42
პრეს-დაიჯესტი
რას წარმოადგენს „უკრაინული ვიკილიქსი“ და რა მეთოდებით მუშაობს ეს სკანდალური სააგენტო?
ავტორი:
26 ოქტომბერი, 2015. 14:00


ბუნებრივია, ახლა ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რამდენად რეალური და სანდოა ეს სტენოგრამა. წესით, „უკრაინულ ვიკილიქსს" უნდა გამოექვეყნებინა აუდიო ან ვიდეო ჩანაწერიც, მაგრამ ამ ვებგვერდის მესვეურები ამას არასოდეს აკეთებენ. რატომ? ამაზე მოგვიანებით პასუხი გასცა „უკრაინული ვიკილიქსის" წარმომადგენელმა სერგეი კირნიკმა:


- როგორ მუშაობს „უკრაინული ვიკილიქსი" და გაქვთ თუ არა ურთიერთობა საყოველთაოდ ცნობილ ჟულიან ასანჟთან?

 

- ბატონ ასანჟთან პირდაპირი კავშირი არ გვაქვს. არსებობს „ვიკილიქსის" გარკვეული მსოფლიო ქსელი და გვყავს ჩვენი შუამავალი, რომელთანაც ვურთიერთობთ. საჭირო ინფორმაციას მას ლონდონში ვაწვდით. „უკრაინულ ვიკილიქსს" თავისი ხალხი ჰყავს ქვეყნის ყველა სტრუქტურასა და ტერიტორიულ ერთეულებში. უნდა გვესმოდეს, რომ სამსახურების ყველა თანამშრომელი როდი უჭერს მხარს ხელისუფლების მოღალატეობრივ პოლიტიკას...


- თქვენი ორგანიზაცია ხშირად აქვეყნებს საიდუმლო მასალებს, პოლიტიკოსების, საზღვარგარეთელი ემისრების საუბრების ჩანაწერებს, ამას როგორ ახერხებთ?

 

- როგორც უკვე გითხარით, ჩვენი ხალხი გვყავს ყველა სტრუქტურაში და წინასწარ ვიცით, რომელ კაბინეტში, სად და ვინ ხვდება ერთმანეთს, რაზე საუბრობენ. ვაღიარებ, ვფლობთ უნიკალურ აპარატურას, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენთვის საინტერესო შეხვედრები, დავაფიქსიროთ და გავშიფროთ საუბრები.


- დიახ, ვრცელდება ხოლმე ასეთი გაშიფრული  საუბრები, რომლებიც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია, მაგრამ გაქვთ თუ არა ამ შეხვედრების აუდიო ან ვიდეოჩანაწერები, რამდენად სანდოა თქვენი ინფორმაციები? და კიდევ ერთი - მაინც, რა აპარატურა გაქვთ ასეთი?

 

- აპარატურის შესახებ უფრო დეტალურად ჩვენი კვანტური მექანიკის სპეციალისტები მოგითხრობდნენ... ეს არის ლაზერულ-ტალღურ-ვიბრაციული მოწყობილობა, საკმაოდ რთული აპარატურა, რომელსაც ყველა ქვეყანა როდი ფლობს. მით უმეტეს, რომ კიევის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებაში თავისი უდიდესი წვლილი შეიტანეს. რაც შეეხება აუდიო და ვიდეოჩანაწერებს, მათ არ ვაქვეყნებთ მარტივი მიზეზის გამო, მიკროტალღური სიგნალის ხმოვნად გადაქცევა დახვეწილი არ არის, ეს არის უბრალოდ ხმაურის ნაკადი, რომელსაც ადამიანის სმენის აპარატი ვერ გაარჩევს. ჩვენი აღჭურვილობა დიდი მანძილიდან აფიქსირებს ხმოვან ვიბრაციებს, ვთქვათ, საუბარს ოთახში ან სატელეფონო საუბარს. ადგილისა და მანძილის გათვალისწინებით ხდება ლაზერული ან ვიბრაციული მოწყობილობის გამოყენება. ჰაერის ან ზედაპირის ვიბრაციისგან, რომელსაც ინტერესის ობიექტი წარმოქმნის, ვიღებთ იმპულსს და აპარატი მას ბეჭდურ ასოებად გარდაქმნის. ყოველ ასოს შეესაბამება ტალღის გარკვეული სიხშირე. თავდაპირველად აპარატი ტექსტს კომპიუტერს ლათინური ასოებით გადასცემს, ოპერატორი კი შემდეგ ამ ასოებს ბეჭდავს. ამის შემდეგ შეგვიძლია გაშიფრული ტექსტები ჩავწეროთ აუდიო ფორმატშიც, თუმცა ეს არ იქნება წყაროს ხმა. ჩვენი სპეციალისტები ამ პრობლემაზე მუშაობენ... მიღებული გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და რაც მნიშვნელოვანია, გაშიფვრის შემდეგ იმას ვაქვეყნებთ ხოლმე. თვალსაჩინოებისთვის მოგიყვანთ ერთ მაგალითს: დავაფიქსირეთ სენატორ მაკკეინის, სააკაშვილისა და პენტაგონის გენერლის საუბარი. მათ ოდესის პორტში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების შეყვანა დაგეგმეს, რათა დნესტრისპირეთის ბლოკადა მოეხდინათ. ჩვენ გვესმოდა, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევდა და იქ ახალი ომი დაიწყებოდა. ამდენად, გამოვაქვეყნეთ ეს მასალები და ამერიკელებისა და რუსების გეგმები მკვეთრად შეიცვალა. ყოველ შემთხვევაში, ეს პროვოკაცია სამომავლოდ გადაიდო. შემიძლია უამრავი მაგალითის მოყვანა, რასაც ერთი შეხედვით, ბევრი ვერ გაიგებს.

 

- ყველაზე ხშირად სააკაშვილის მოლაპარაკებებს აქვეყნებთ და მისი გეგმების გახმაურებას ცდილობთ. რას უკავშირდება ეს, რატომ მაინცდამაინც სააკაშვილი?

 

- სააკაშვილი ამერიკელების მიერ შემოგზავნილი აგენტია. ის თავზე პოროშენკოს დახმარებით დაგვასვეს. ჩვენ გადასარევად ვიცით, რა დღეში ჩააგდო მან ქართველი ხალხი - რეპრესიებისთვის, მკვლელობისთვის, ძარცვისთვის, სახელმწიფო ინტერესების გაყიდვისთვის ის საქართველოდან გააძევეს და ხორციელდება მისი სისხლის სამართლებრივი დევნა. უკრაინაში კი მიიღეს როგორც მესია... ხელთ გვაქვს ფულზე გაყიდული მოსამართლეებისა და პროკურორების უზარმაზარი სიები, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ მიშკას ხუშტურები უსაზღვროა - ცოტა ხნის წინ კიშინიოვში ჩვენი სპეციალისტი გავგზავნეთ... დარია პონომორენკოს მეზობელ ქვეყანაში გადასვლაში დავეხმარეთ. ის სააკაშვილს გაექცა იმის გამო, რომ სურდა, ოდესაში სულ გვერდით ჰყოლოდა. მოსყიდული პროკურორის დახმარებით სურდა დაეპატიმრებინა მისი ქმარი, წაერთმია შვილი. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ დარია მას მასაჟს უკეთებდა, შემდეგ კი სტრაპონი მოეწონა და მიშას ეს ყოველდღე უნდოდა. ოჯახმა შეძლო და გაასწრო ამ საშინელებას... სააკაშვილს მოსწონს, როცა „ჭიმავენ" და ამასთან ერთად, ის უკრაინის ბედსაც წყვეტს! პოროშენკომ სააკაშვილის სახით მონსტრი შექმნა - მას ჰყავს საკუთარი პროკურორი, საკუთარი პოლიცია, სასამართლო სისტემა, ხელში ჩაიგდო ეკონომიკის სტრატეგიული მიმართულებები. პოროშენკო სააკაშვილის გამოყენებით იაცენიუკის დამარცხებას ცდილობს, თუმცა არ იცის, ვისთან აქვს საქმე. ამერიკისა და პიარტექნოლოგიების გამოყენებით უკრაინელი ხალხი უკვე აქციეს ჯოგად და სწორედ ეს უკრაინელი ხალხი მოითხოვს სააკაშვილს პრეზიდენტად ჩვენს ქვეყანაში. ეს ამერიკელების სათადარიგო ვარიანტია და თუ დასჭირდათ, მათ ვერაფერი შეაჩერებს.


- თქვენი საუბარი ნებისმიერ ადამიანს დააფიქრებდა და მხარსაც დაგიჭერდათ, თუმცა ჩნდება კითხვა - რატომ აკეთებთ ამას და ვინ გაფინანსებთ? ამბობენ, რომ „უკრაინულ ვიკილიქსს" ისრაელის მოსადი აფინანსებს და არც კოლომოისკის ფულზე ამბობთ უარს.

 

- ყველაფერზე ლაპარაკი შეიძლება - რომ გვაფინანსებს მოსადი, კოლომოისკი, პოროშენკო და სხვები, თუმცა ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ ვიცით ბევრი და ვიცით ისიც, როგორ ვებრძოლოთ იმ მოღალატეებს, ვინც ყიდის ჩვენს სამშობლოს. არ გავჩერდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი უკრაინა მსოფლიოს რუკიდან არ გაქრეს!


როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს „ქრონიკასთან" საუბარში, „ვიკილიქსის" წარმომადგენლის მტკიცება სავსებით რეალურია.

 

 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016