„ძალადობის ამსახველი კადრების ჩვენება კი არ არის დანაშაული, როგორც ეს ნანუაშვილებსა და ნინია-კოჟორიძეებს ჰგონიათ, არამედ ამ დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობა და მათი დაწყევლილი საქმეების გაქრობა", - ამის შესახებ „ასავალ-დასავალს" კობა არაბულმა განუცხადა. სრულიად საქართველოს თემთა დარბაზის ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლების პირველ ამოცანად უნდა იქცეს „სააკაშვილის გამზადება ჰააგის ტრიბუნალისთვის".
„სწორედ ამიტომ, წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრები ინტენსიურად უნდა მივაწოდთ უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, იქნებ ბებერი მაკ-კეინი და ევროამერიკელი ზომბები აზრზე მოვიყვანოთ", - განაცხადა არაბულმა.
მისივე თქმით, გავრცელებული კადრები საქართველოში საზოგადოების ფართო სპექტრმა უნდა ნახოს.
„ნაცი მანიაკების მიერ ჩადენილი ბარბაროსობის ამსახველ კადრებს ქართველი ხალხი ინტენსიურად უნდა ხედავდეს, რათა უძლიერდებოდეს აღშფოთება ასეთი აპოკალიფსური მოვლენის მიმართ", - განაცხადა არაბულმა.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)