„ვერ გავიგე, ხალვაშმა თავისი წართმეული ქონება სასამართლოში რატომ არ უნდა მოითხოვოს?" - ამის შესახებ დოდო ხურცილავამ „ასავალ-დასავალს" განუცხადა. ხელოვნებათმცოდნის თქმით, სამართლებრივ დავაში, რომელიც ორ კერძო პირს ეხება, ხელისუფლების წარმომადგენლები არ უნდა ჩაერიონ.
„თუ ხალვაშს ჯარჯი აქიმიძესთან პრობლემა აქვს, დავა ისევ სასამართლოში გააგრძელონ, კერძო პირების დავაში როგორ უნდა ჩაერიოს პრეზიდენტი ან პარლამენტის თავმჯდომარე, ანდა, ტელეკომპანია ხალვაშმა თუ დაიბრუნა, რა იციან, რომ ამ ხელისუფლებას ცამდე აიყვანს? „რუსთავი 2" იმდენად მიჩვეულია, რომ იმ 9 წლის განმავლობაში ყველაფერში სააკაშვილი ერეოდა, ახლაც პრეზიდენტის მხარდაჭერა უნდათ. როგორც ჩანს, ყარამანაშვილები მისი მფლობელები არ არიან, ბუჩქებში სხედან და სცენაზე მხოლოდ დირექტორი გამოჰყავთ. „ნაციონალური მოძრაობა" კი ტელევიზიის ნიღაბმორგებული, თავისუფალი სიტყვის დამცველად გვევლინება", - განაცხადა ხურცილავამ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)