უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ქვეყანაში გადატრიალებისა და ვითარების ესკალაციის საფრთხე რეალურია.
„რუსთავი 2"-ის ეზოში გაშლილ კარვებში, სააკაშვილისა და ბოკერიას ბრძანებით, უკვე დააბინავეს და დააწვინეს ზონდერები და შეზიდეს „დუბინკებიც". ესენი ემზადებიან იმ დღისთვის, როცა სასამართლოს წაგების შემთხვევაში, „რუსთავი 2"-ში აღსრულების ბიურო შევა. გვარამია, უდუმაშვილი და დანარჩენი ნაცისტები დაუფარავად აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის შენობას ნებით არ დატოვებენ, ანუ ემზადებიან პროვოკაციისთვის და სისხლისღვრისთვის. არ დაგვავიწყდეს ჩერგოლეიშვილის განცხადებაც, როცა მან თქვა: თუ „რუსთავი 2"-ის პროცესი წავაგეთ, გვაქვს გეგმა „ბ", რომლითაც ღარიბაშვილის ხელისუფლებას ჩამოვიშორებთო. „ობიექტივის" გარდა, უკლებლივ ყველა ტელევიზიაში ნაციონალები სხედან და ყველა ტელევიზია სწორებას აკეთებს „რუსთავი 2"-ზე", - განაცხადა მჟავანაძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)