reportiori.ge - დავით დვალი: მერაბიშვილთან და ადეიშვილთან ლაპარაკი არ ყოფილა იმაზე, რომ „რუსთავი 2“ უნდა იყიდონ... სიმბოლურ ერთ დოლარს ახსენებდნენ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 23:36
პრეს-დაიჯესტი
დავით დვალი: მერაბიშვილთან და ადეიშვილთან ლაპარაკი არ ყოფილა იმაზე, რომ „რუსთავი 2“ უნდა იყიდონ... სიმბოლურ ერთ დოლარს ახსენებდნენ...
ავტორი:
26 ოქტომბერი, 2015. 17:46


„რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას იხსენებს. დვალი „ნეტგაზეთთან"  ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წილების დათმობის ისტორიაზე და იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც მან და ჯარჯი აქიმიძემ („რუსთავი 2"-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი) 2004 წელს ტელეკომპანიის 60%-იანი წილი დათმეს.



დვალი იხსენებს, თუ როგორ შეხვდნენ ის და ჯარჯი აქიმიძე შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს.


 

გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გვითხრა, რომ ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილს უნდოდათ დალაპარაკება. ეს პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში წერია. ასე ვთქვათ, მესინჯერი" ისეთი ადამიანი იყო - ჩვენთვისაც მისაღები და ხელისუფლებისთვისაც. საბოლოო ჯამში, ეს შეხვედრა შედგა. დღე ძალიან კარგად მახსოვს - 29 მაისი, ჩემი დაბადების დღე. ჩვენ იქ მივიღეთ წინადადება, რომ ტელევიზია უნდა დავთმოთ... ლაპარაკი არ ყოფილა იმაზე, რომ უნდა ვაჩუქოთ ან უნდა იყიდონ, სიმბოლურ ერთ დოლარს ახსენებდნენ. ჩვენ არ მოვუსმინეთ და იქვე დავასრულეთ ლაპარაკი. წინადადებების მთელი კომპლექტი დაახლოებით ასეთი იყო: მე და ჯარჯი უნდა წავსულიყავით, ეროსი გვჭირდება, ის დირექტორი იქნებაო... ანუ ჩვენ არ გჭირდებით-მეთქი ხომ, - ასეთი რაღაც ვუთხარით. ფაქტობრივად გვითხრეს - დიახ, ქვეყნის შენებას ასე სჭირდება და .. როგორც კიწმარიშვილმა მოგვიანებით მითხრა, სააკაშვილს უთქვამს ჩვენზე, ეგ ხალხი მომაშორეო. მე მაგათთან არაფერი გამომდის და თქვენით მიხედეთო. როგორც ჩანს, ამის შემდეგ გამოჩნდა მეორე შუამავალი, რომელიც მოვიდა და ამ შეხვედრაზე ადეიშვილ-მერაბიშვილთან მიგვიყვანა. ჩვენი პასუხი იყო კარის გამოჯახუნება, უარსაც ვერ დავარქმევ ამას. ვუთხარით, კარგად ბრძანდებოდეთ და წამოვედით. ამის შემდეგ დაიწყო ის, რაც დაიწყო... როცა ნელ-ნელა შეამჩნევ, რომ მანქანა დაგყვება, ქუჩის სათავეში დგას და მეზობლები გეუბნებიან, რომ ესენი თქვენ გდარაჯობენ... ეს პირველი ღია ნაბიჯები იყო. მოსმენებზე აღარ ვლაპარაკობ... შემდ დემონსტრაციულ დევნაზეც გადმოვიდნენ, ესკორტის დონეზე 2-2 მანქანა დაგვყვებოდა", - იხსენებს დვალი.





წყარო: „ნეტგაზეთი" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016