reportiori.ge - დავით დვალი: ან „რუსთავი 2“-ს დათმობთ, ან ტრუსიკებით გტოვებთო, - მიშას შემოუთვლია...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 23:12
პრეს-დაიჯესტი
დავით დვალი: ან „რუსთავი 2“-ს დათმობთ, ან ტრუსიკებით გტოვებთო, - მიშას შემოუთვლია...
ავტორი:
26 ოქტომბერი, 2015. 17:15


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის  ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, ტელეკომპანიის დავალიანება 2004 წელს საეჭვოდ გაიზარდა  და გაკოტრების საფრთხე შეიქმნა.


დავით დვალი „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ის ადამიანია, რომელიც ტელეკომპანიაში თავისი წილის დაბრუნებას დღემდე ცდილობს.


ის „ნეტგაზეთთან" საუბრობს იმ გარემოებებზე, რის გამოც მან და ჯარჯი აქიმიძემ ("რუსთავი 2"-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი) 2004 წელს ტელეკომპანიის 60%-იანი წილი დათმეს.

 

მე მაქვს იმის დამადასტურებელი ქაღალდები, რომ 2004 წლის თებერვალში ტელეკომპანიას გარკვეული დავალიანება ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, რის გამოც კომპანია კოტრდება. 2004 წლის მაისის მონაცემებით 10-ჯერ გაიზარდა ეს დავალიანება... არ ვიცი, რა მექანიზმებით და მანიპულაციებით მოხდა ეს, მაგრამ მაისში უკვე დაახლოებით 9 მილიონ ლარზე იყო საუბარი. ყველაფერი ჩამიკეტეს. ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, ქიტოშვილია მოსული, ბუღალტერიაში რაღაც ქაღალდებს აკეთებსო. მაშინვე ვიფიქრე, რომ ამაზე წავიდნენ. დავურეკე ეროსის და ვუთხარი - რა ხდება-მეთქი. ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენეთ, ყურმილი დავუკიდეთ, მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო, რომ მე იქ აღარ მიშვებდნენ და ამ ქაღალდებით რა ხდებოდა, არ ვიცი. ჯამში, 9 მილიონამდე გაიზარდა დავალიანება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყო ეს ჩვენი სუსტი წერტილი - საერთოდ კარგავ მენეჯმენტზე უფლებას, დამფუძნებელი ვეღარ ნიშნავს დირექტორს გაკოტრების რეჟიმში და შენ არაფერი უფლება აღარ გაგაჩნია", - აცხადებს „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.


 დვალის განცხადებით, პრობლემა იყო იმაში, რომ ამ მოვლენებამდე ორი წლით ადრე „რუსთავი 2"-მა მიიღო MDLF-ის მედიასესხი - დიდი თანხა:


ეს სპეციალური სესხი იყო, დაბალპროცენტიანი და ასე შემდეგ. მაგ ვალის მომსახურება არავითარ პრობლემას არ ქმნიდა, რადგან ძალიან მიზერული თანხა სჭირდებოდა. პრობლემა იყო სხვა რამეში: ამ სესხის გარანტიად ჩადებული გვქონდა ჩვენი მეორე კომპანია ჯორჯიან ონლაინი", ასევე ჩემი და ჯარჯის სახლები. რეალურად ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით: მოგვივიდა წერილი, რომ, რადგანაც კომპანია კოტრდება, სასწრაფოდ ითხოვდნენ ვალის დაფარვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს ვკარგავდით. ჯამში, ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ამ ქაღალდებთან წვდომის დაკეტვით ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, ახლა აირჩიეთ - ან რუსთავი 2"- დათმობთ, ან უკაცრავად და ტრუსიკებით დაგტოვებთო. მიშას შემონათვალი გადმოგვცეს, ტრუსიკებით გტოვებთომაისიდან ივნისამდე დაახლოებით ერთი თვე მიმდინარეობდა ეს პროცესი", - იხსენებს დვალი.




წყარო: „ნეტგაზეთი" 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016