reportiori.ge - რა მიზნით ჩავიდა უსუფაშვილის პირადი დაცვა სააკაშვილთან ოდესაში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 23:07
პრეს-დაიჯესტი
რა მიზნით ჩავიდა უსუფაშვილის პირადი დაცვა სააკაშვილთან ოდესაში?
ავტორი:
26 ოქტომბერი, 2015. 20:34


გაზეთი „პრაიმტაიმი" პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის წევრზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, გიორგი რუბაშვილმა ცოტა ხნის წინ დასაცავი ობიექტის დაცვაზე უარი განაცხადა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პატაკი დაწერა და ოდესაში მიხეილ სააკაშვილთან გაემგზავრა.


ამავე ინფორმაციით, რუბაშვილი ამჟამად სწორედ ოდესის გუბერნატორისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის სამსახურში აგრძელებს საქმიანობას.


დატოვა თუ არა გიორგი რუბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის შემადგენლობა? ამის გასარკვევად პარლამენტის პრესსამსახურს დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გადაგვამისამართეს. აღნიშნულ უწყებაში ჩვენ ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ. მიღებული პასუხით ირკვევა, რომ გიორგი რუბაშვილი „2015 წლის 15 ივნისს განთავისუფლდა სამსახურიდან პირადი პატაკის საფუძველზე". სახელმწიფო დაცვის სამსახურში არ აკონკრეტებენ, რა გახდა პატაკის დაწერის მიზეზი, ან ამჟამად სად აგრძელებს საქმიანობას რუბაშვილი.


გიორგი რუბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობა 2004 წელს დაიწყო. ამ დროიდან 2007 წლამდე ის ობიექტების დაცვის ქვედანაყოფში მუშაობდა, 2007-2015 წლებში კი პირადი დაცვის ქვედანაყოფში განაგრძო საქმიანობა. ის, თავის დროზე, პრეზიდენტ სააკაშვილის დაცვაშიც მუშაობდა და როგორც ჩანს, კვლავ დაცვის ძველ ობიექტს დაუბრუნდა სამუშაოდ.


წყარო: primetimenews


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016