მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამუშავებული ხორცის მიღება, სოსისის, ძეხვეულის ან შებოლილი სახით სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს.
კარცეროგენული პროდუქტების სიაში შედის წითელი ხორციც, რომლის მიღებაც, ასევე, ზრდის სიმსივნის წარმოქმნის რისკებს.
თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხორცეული ჯანმრთელობისთვის, ამავდროულად, სასარგებლო პროდუქტიც არის.
გადამუშავებული ხორცეულის კარცეროგენული თვისებები, შესაძლოა, პროდუქტის დამზადების მეთოდებსა და დანამატებთან იყოს კავშირში, რომელიც საკვების ვარგისიანობის ვადას ახანგრძლივებს, იქნება ეს შებოლვა, დამარილება თუ კონსერვანტები.
ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღიურად 50 გრამი გადამუშავებული ხორცის მიღება 18 პროცენტით ზრდის დაავადების წარმოქმნის შანსს.