reportiori.ge - სერგი ჭილაიას 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:33
კულტურა
სერგი ჭილაიას 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა
09 ნოემბერი, 2013. 17:02

ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და ლიტერატორის, სერგი ჭილაიას 100 წლის იუბილესადმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მიძღვნილი წიგნი სერგი ჭილაია-100" გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია და ხსოვნის საღამო დღეს იმართება.


შეგახსენებთ, რომ პუბლიცისტი, მწერალი და ლიტერატორი სერგი ესტატეს-ძე ჭილაია დაიბადა 1911 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნავოში. 1936 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1938 წლიდან ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1940 წელს იგი ამავე უნივერსიტეტის დოცენტი გახდა, ხოლო მოგვიანებით ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა. 1949 წლიდან 1951 წლამდე იგი მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების სწავლულ მდივნად, ხოლო 1951 წლის თებერვლიდან - საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგედ. დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის" ორდენებით და ორი მედლით.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016