„ჩემი მიზანია, „რუსთავი 2" სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" დიქტატისგან გათავისუფლდეს", - აღნიშნული განცხადება ქიბარ ხალვაშმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა. ბიზნესმენის თქმით, მან არაერთხელ გამოიწვია ტელედებატებში ტელეკომპანიის რეალური პატრონი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მის მიწვევას არავინ გამოხმაურებია.
„სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ გვარამიასთან ერთად „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული სამართლებრივი დავა პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის გამოიყენოს. მეც ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს ვერ შეძლონ და ტელევიზიის ფუნქციონირება არ შეფერხდეს. ამასთან,ყველა თანამშრომელი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მათი უპირველესი მოვალეობა ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა და თავისუფალი სიტყვის ერთგულებაა, „რუსთავი 2"-ში მუშაობას გააგრძელებს", - განაცხადა ხალვაშმა.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)