„პროკურატურა რაღაც სისტემის ქვეშ უნდა იყოს მოქცეული. ცალკე, ავტონომიურად ვერ იარსებებს", - ამის შესახებ პროკურატურის რეფორმაზე საუბრისას ეკა ბესელიამ „პრაიმტაიმს" განუცხადა. პარლამენტის წევრის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, სასამართლოს ქოლგის ქვეშ მყოფი საგამოძიებო უწყება მახინჯ მოდელს ქმნიდა. პარლამენტარის განცხადებით, დღეს პროკურატურა ხდება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, რაც აძლიერებს ზედამხედველობის მექანიზმს.
„ახლა რჩება აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლი, მაგრამ ბევრი განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა სწორედ ამ მოდელით მუშაობს და პროკურატურის მიუკერძოებლობაში ეჭვი არავის შეაქვს. სწორედ ამ გზით მივდივართ ჩვენც, რომ არანაირი ეჭვი არ დარჩეს და რეფორმა სწორედ აქეთკენ არის მიმართული", - განაცხადა ბესელიამ.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)