reportiori.ge - ვალერი ხაბურძანია: სცენარი სისხლიანი გაგრძელებისკენ მიდის...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 22:55
პრეს-დაიჯესტი
ვალერი ხაბურძანია: სცენარი სისხლიანი გაგრძელებისკენ მიდის...
ავტორი:
28 ოქტომბერი, 2015. 00:33


 

„ის, რაც „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით აგორდა, არა მგონია, „ნაციონალების" სასარგებლოდ დასრულდეს, რადგან ამ ტელევიზიას არც სათანადო მხარდაჭერა აქვს და არც 2003 წელია", - აცხადებს ვალერი ხაბურძანია „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. უშიშროების ყოფილი მინისტრის თქმით, ნაციონალები მოკლე გამოსვლებით არ დაკმაყოფილდებიან.  „ყველანაირი სცენარი სისხლიანი გაგრძელებისკენ მიდის", - აღნიშნავს ყოფილი მინისტრი.


 

კითხვაზე - ვინ არის პროცესების დირიჟორი?  - ხაბურძანია პასუხობს:

 

 

„უკვე შევთანხმდით, რომ ხელწერა ნაცნობია, ნაცნობია მოქმედი პირები თავისი განზრახვებითა და მიზნებით. არსებობს კითხვები მსოფლმხედველობის მიხედვით: ერთნი პროცესების ავტორად ხელისუფლებას ასახელებენ, რომელსაც ნაციონალების გაქრობა სურს პოლიტიკური ორბიტიდან და ეს სურვილები განსაკუთრებით არჩევნების მოახლოების პარალელურად მძაფრდება...

 

 

მეორე ნაწილს სჯერა, რომ ნაციონალები ყველაფერზე წავლენ იმის გამო, რომ ხელიდან არ გამოეცალოთ ის დასაყრდენი, რომლითაც რევოლუციის მოხდენა ერთხელ უკვე შეძლეს. მით უმეტეს, რომ ყოფილ ხელისუფლებას მალე გამოეცლება პროცესების მართვის დასაყრდენი ეროვნულ ბანკსა და საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო ვადების გასვლის გამო... ტელეკომპანიის დაკარგვის შემთხვევაში ეს პოლიტიკური ძალა რეალურად დგება პოლიტიკური ორბიტიდან გაქრობის საფრთხის წინაშე...

 

 

არსებობს მესამე მოსაზრება, რომ პროცესებს მართავს ოლიგარქი კოლომოისკი, რომელიც სააკაშვილის დაუძინებელი მტერია და ნებისმიერ თანხას გამოდის მისი კომპრომეტირებისთვის...

 

 

სამივე პოზიციას თანაბრად აქვს მიზეზი, იყოს პროცესების დირიჟორი. სწორედ ამ დროს არსებობს ყველაზე სახიფათო მოლოდინი, რომ მღვრიე წყალში თევზი სრულიად უცნობმა მეთევზემ დაიჭიროს, რაც ქართულ პოლიტიკურ დინებას სულ სხვა კალაპოტში გადაიყვანს..." - განაცხადა ხაბურძანიამ.

 

 

 

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016