„სააკაშვილს ისეთები უკეთებია საქართველოში, არც ახლაა გამორიცხული, ვინმეს მოკვლას გეგმავდეს სიტუაციის უფრო მეტად დასაძაბად", - აღნიშნული განცხადება ირაკლი კაკაბაძემ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში გააკეთა.
უფლებადამცველის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლების დამხობისთვის და საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წავა.
„სააკაშვილისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ის ყველაფერზე წავა. მთავრობა ამ შემთხვევაში არაეფექტურად მოქმედებს. სამი წელია, სულ არსებობს ხელისუფლების დამხობის საფრთხე და ეს ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლება არაადეკვატურად რეაგირებს იმ ტერორისტული ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აწამა და ამოჟლიტა. მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ბრალია, რომ დღესაც ხელისუფლების დამხობის მოლოდინში ვართ. თუმცა, სააკაშვილის განზრახვებს ამ შემთხვევაში ხალხი დაუდგება წინ და თუ მას უნდა, რომ საქართველოში რუსის ჯარი შემოვიდეს, უკვე ყველაფერი გასაგებია", - განაცხადა კაკაბაძემ.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)