reportiori.ge - ლალი მოროშკინა: სად არის მორგის ფოტოები, სადაც ადამიანები ჩაჰყავდათ, ორგანოებს აცლიდნენ და ამის თვითმხილველები არსებობს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 22:55
პრეს-დაიჯესტი
ლალი მოროშკინა: სად არის მორგის ფოტოები, სადაც ადამიანები ჩაჰყავდათ, ორგანოებს აცლიდნენ და ამის თვითმხილველები არსებობს!
ავტორი:
28 ოქტომბერი, 2015. 02:05


 

„სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი კიდევ რამდენი და ნანახზე ბევრად უარესი სისასტიკეა ფირებზე აღბეჭდილი, ვინ იცის", - ამის შესახებ ლალი მოროშკინამ „ასავალ-დასავალს" განუცხადა. ჟურნალისტის თქმით, ამ დრომდე გაურკვეველია იმ სერვერების ადგილმდებარეობაც, რომლებზეც პატიმართა წამების კადრებია აღბეჭდილი.


„სად არის მორგის ფოტოები, სადაც ადამიანები ჩაჰყავდათ, ორგანოებს აცლიდნენ და ამის თვითმხილველები არსებობს, მათ შორის ჭირისუფლები, რომლებთანაც ორგანოებამოცლილი მიცვალებულებს მიასვენებდნენ?! ვინმეს მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა?" - განაცხადა მოროშკინამ.

 

ჟურნალისტის თქმით, ის იყო პირი, რომელიც მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე ხურავდა საპყრობილეებს, სადაც პატიმრების ყოფნა გაუსაძლისი იყო.


„მაშინ დიდი სურვილი მქონდა, რამდენიმე საკანი შოურუმებად გვექცია, ზუსტად ისე, როგორც ევროპელებმა დატოვეს საკონცენტრაციო ბანაკები იმის საჩვენებლად, როგორი კოშმარი იყო ფაშიზმი. მაგრამ ამ სურვილის განხორციელებას ხელი კოჰაბიტაციამ შეუშალა. ახია ყველაფერი ხელისუფლებაზე, რომელმაც ამის უფლება არ მომცა და რომლის კოჰაბიტაციის პოლიტიკის წყალობით ადამიანების გამაუპატიურებლები ისევ დაუსჯელები არიან", - განაცხადა მოროშკინამ.



 

 

 

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016