დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე რეზო ამაშუკელი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და უახლოეს მომავალში ორგანიზაცია „ლაზარეს" ეგიდით საზოგადოების შეკრებას გეგმავს!
ბატონი რეზო დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი და ბოკერია ნამდვილად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ და თუ მათ არ დაიჭერენ, ამას მომავალშიც აუცილებლად დაგეგმავენ!
- ბატონო რეზო, მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და უკრაინული თუ პოლონური მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. ძიებას ეჭვი აქვს, რომ სააკაშვილი და ბოკერია, რომლებიც 22 ოქტომბერს 06:18 საათზე ერთმანეთს სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში შეხვდნენ, ნამდვილად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. გავრცელდა მათი საუბრის სტენოგრამაც... თქვენ სააკაშვილისა და ბოკერიას ლექსიკას კარგად იცნობთ და როგორ გგონიათ, სტენოგრამაში მოხმობილი სიტყვები ნამდვილად მათ ეკუთვნით?
- რაც გინდა ვთქვა, მოწინააღმდეგე მხარე იტყვის, რომ მიკერძოებული ვარ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს სწორედ სააკაშვილის სიტყვებია, მისი ინტონაციებია, მისი ტრანსკრიფციები! ეს ჩანაწერიც ნამდვილია და ისიც ნამდვილია,როცა გივი თარგამაძე ვიღაცებს ელაპარაკებოდა და ფულს ჰპირდებოდა... ყოველ შემთხვევაში, აგერ უკვე ოთხი წელია, ხმის ჩახლეჩამდე გავყვირი - დაიჭირეთ გიგა ბოკერია და დაიჭირეთ გივი თარგამაძე! ესენი არიან სექტის მამამთავრები... ერთი საგარეო საქმეებს კურირებს, ხოლო მეორე - საშინაოს! თუ საქმე გადატრიალების მუხლით აღიძრა, იმედია, ხელისუფლება ამ ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს და შედეგს დადებს... ვიცი, ახლა დაიწყება ასეთი ლაპარაკი, - „გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გავახმაურებთ!" კი ბატონო, ნუ გაახმაურებთ, ჩემთვის მთავარია, ეს თვალმოჭუტული პითონი - გიგა ბოკერია ვნახო გისოსებს მიღმა გამომწყვდეული! შინაც და გარეთაც სწორედ ბოკერია არის ყოველგვარი უბედურების სულისჩამდგმელი და სითახსირის განსახიერება. ბოკერიაა ის გველის წიწილი, რომელმაც თავისი აყროლებული და აქოთებული სულით მოწამლა ყველაფერი და ბოკერია სააკაშვილის რანგის დამნაშავეა!
- სტენოგრამაში ნახსენებია - „ბეჟო", „მარგველა", „გაგუშა", რომლებსაც თავიანთი ფუნქციები აქვთ. „ბეჟომ", ანუ სავარაუდოდ, ბეჟუაშვილმა გადამტრიალებლებს 160 ათასი დოლარი უნდა მისცეს, „მარგველამ", ანუ, სავარაუდოდ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უცხოეთის ელჩებთან და დიპლომატიურ კორპუსთან უნდა დაალაგოს ვითარება და „თავისუფალი სიტყვის" დასაცავად განგაში ატეხოს, რასაც სააკაშვილი მას „დაუფასებს". „გაგუშა" ვინ არის, ვერ გავიგე! რამდენად ბუნებრივი და რეალურია ეს ყოველივე?
- ხომ გეუბნებით, ეს სააკაშვილის სიტყვებია, მისი ინტონაციები და ტექსტებია! რაც შეეხება სტენოგრამაში ნახსენებ „მარგველას", ანუ ჩვენს „მთავარსარდელს" - პრეზიდენტ მარგველაშვილს - მოგეხსენებათ, ამ ბოლო დროს მაგას კიდევ ერთი „ტიტული" მივანიჭე და ვუწოდე „ბიოცისტერნა". ძალიან გთხოვთ, ეს „ტიტულები" არ გამოგრჩეთ! მე „ტიტულებს" ვარიგებ, ხოლო მარგველაშვილი ქსოვს! ახლა ამ „მთავარსარდელმა" „ბატი ტასიკო„ - ფიქრია ჩიხრაძე მოისვა გვერდით... ამათ რა ჰგონიათ, იცით? რომ დაიბადნენ, იქიდან მოყოლებული სულ პოლიტიკაში უნდათ ყოფნა! ადრე, როცა გიჟი-გადარეული სააკაშვილი მოეთრა, მივმართე - „აქეთ მოიხედე, ყმაწვილო-მეთქი!" ახლა მინდა, მარგველაშვილსაც მივმართო, რადგან ეგ არის ყველაზე საშიში და საზიზღარი ადამიანი ამ ქვეყანაზე. უფრო მეტიც, ყველა მოღალატე და ყველა გათახსირებული გარშემო შემოიკრიბა ჩვენმა „მთავარსარდელმა" და, დარწმუნებული ვარ, ეს მართლაცდა „ბიოცისტერნა" აუცილებლად იქნება გარეული მაგ გადატრიალების ამბებში! აქეთ მოიხედე, „მარგო" და ჭკვიანად იყავი, ბიძია! კიდევ ერთხელ ვაცხადებ: დაიჭირეთ ბოკერია და „დომინოს პრინციპით" უკლებლივ ყველა ეჭვმიტანილსა და გველის წიწილს მიადგებით! მარტო მე ვიცი, რომ ამათ ზონდერები ჰყავთ გამზადებული? თუ სახელმწიფომ დაიწყო გამოძიება, კეთილი ინებონ და კვანძიც გახსნან!
- ბატონო რეზო, თუ კვანძი არ გაიხსნა, მაშინ?
- თუ კვანძი არ გაიხსნა, მაშინ, როგორც ჩანს, სხვა გზა არ დაგვრჩება და შევკრებ ხალხს! კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ქუჩაში ხალხის გამოსვლის, მაგრამ გამოსადენი უნდა გამოვიდეს!
- როდის აპირებთ ხალხის შეკრებას?
- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ამ კვირაში რა მიმართულებას მიიღებს გამოძიება. თუ ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც უნდა წარიმართოს, თუ საზოგადოებას ექნება განცდა, რომ დაიწყება მარტო ლაპარაკი, მაშინ ხალხი ქუჩაში გამოვა და მე ხალხს არც შევაჩერებ და ვერც შევაჩერებ! 300 ათასი კაცი შეურაცხყოფილია, ჩვენ ვართ გაუპატიურებული ერი და ამ შეურაცხყოფასა და ლაქას თუ არ ჩამოვირეცხავთ, სულ ასეთებად დავრჩებით!
- და როგორ უნდა ჩამოირეცხოს ერმა ამოდენა შეურაცხყოფა?
- ამის წამალი ერთადერთია - ვინც ეს ჩაიდინა, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! წამების მსგავსი ფორმა არსად მინახავს, გაოგნებული ვარ...
- ნიკა გვარამია და „რუსთავი-2"-ის თანამეინახეები იმუქრებიან, რომ, თუ სასამართლო მათ გაამტყუნებს, ტელეკომპანიას მაინც არ დატოვებენ! რა შეიძლება მოხდეს?
- ეგენი გეგმავდნენ იმას, რაც პოლონურმა და უკრაინულმა მედიამ გამოაშკარავა! ნაციონალებს წინა კვირას უნდოდათ სისხლისღვრის მოწყობა, მაგრამ ჩაფლავდნენ! ახლა უარეს უბედურებას მოიფიქრებენ და არ მოისვენებენ... ამიტომ საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს!
- ბატონო რეზო, გვარამიას „კონჩიტას" რატომ ეძახით?
- გვარამია არის „პეტუხი" და წვერებიანი „კონჩიტა"! აბა, ვინ არის?! რაში მჭირდება იმის ნახვა, ვინ ბწკენს მაგას უკანალზე და პომადა სად აქვს წასმული მაგის პარტნიორს? რომ ვუყურებ მაგათ საუბარს, მაგათ მიხვრა-მოხვრას, ვინ უყვართ, ვის გულშემატკივრობენ, დასკვნა ერთია - ნიკა გვარამია არის „კონჩიტა!"
სწორედ მაგ „კონჩიტამ", როცა პროკურორი იყო, გადაიღო ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე", რომელშიც მთელი ოპოზიცია და ნახევარი საქართველო-რუსეთის აგენტებად გამოაცხადა. ეს წამებისა და გაუპატიურების კადრებიც მაგის პროკურორობის დროს არის გადაღებული და ყველა სიბინძურეში „კონჩიტა" გვარამიაა გარეული!
- რატომ არ ერევა ამ დაძაბულ სიტუაციაში საპატრიარქო და რატომ დუმს პატრიარქი?
- ამ არასამთავრობოებმა ისე იძალადეს, რომ საპატრიარქო გააჩუმეს! მუხლზე დაჩოქილი ვთხოვ პატრიარქს, თავისი აზრი გამოთქვას, როგორც ეს არაერთხელ უქნია! არავის დანდობა არ იქნება, ვინც დასასჯელია, ყველა უნდა დაისაჯოს! ეს გომბიოები რომ მიუვარდნენ პატრიარქს და ვითომ ქალებს იცავდნენ, რა თქვა უწმინდესმა ტყუილი? ქალზე, დედაზე დგას სამშობლო და დედის უპირველესი დანიშნულება არის შვილების გაზრდა. აი, ამას ებრძვიან ეგ ავადმყოფები და მაგათ უნდათ, რომ ოჯახში ქალიც და კაციც ორივე იყოს „დედა", მე მაგათი დედები... ყოველთვის ვამბობდი, რომ ბესიკ ხარანაული მომწონდა და მიყვარდა, მაგრამ აყელყელავდა ძალიან! მაგნაირ მოთხრობებს მესამე კლასში ვწერდი და რაც მაგან იკადრა, ეს არის სამარცხვინო! როგორ გაბედა ბესიკ ხარანაულმა იმის თქმა, რომ, თურმე, ქართველმა ხალხმა კითხვა არ იცის და „საბა" ასწავლის ქართველ ხალხს იმას, თუ რა უნდა წაიკითხოს?! მაგას ხომ არ დაავიწყდა, ვისი ფულებით დარბოდნენ ეგენი იქით-აქეთ?! ლია სტურუა კიდევ გამოდის და პაატა შამუგიას აქებს! ტალახიდან ამოვიყვანე გურამ დონაშვილი, „მნათობში" მივიყვანე და იცით, რა ქნა? კონსტანტინე გამსახურდიას დაუწყო გინება! მაგის გაგლეჯა მინდოდა მაშინ...
ან ის ორდენოსანი „ინტელიგენტები" სად არიან, ხმას რომ არავინ იღებს? კარგად მოეწყვნენ ყველანი - თანამდებობები, ფულები, მანქანები ჩამოირიგეს და მიდიი, შენ დაუკარ! ეგ არის მაგათი დანიშნულება? როცა ერს უჭირს კეთილი ინებეთ და ხმა ამოიღეთ! „ასავალ-დასავალი" ჩემი გაზეთიც არის, რადგან სწორედ „ასავალ-დასავალთან" ერთად ვიომე და „ასავალ-დასავალმა" დააჭედა ამ ნაძირლების კუბოზე ბოლო ლურსმანი. „ასავალ-დასავალი" არ გაჩერდება და მაგათ შუაზე გავხევ!
- დავიჯერო, მამუკა ხაზარაძის ლიტერატურული პრემია „საბა" ბესიკ ხარანაულს მართლა მოსწონს?
- პრემია „საბა" შვა ლევან ბერძენიშვილმა, რომელსაც ყველაფერი ქართული ეზიზღება!
- ვინც „საბას" აფინანსებს, იმაზე - მამუკა ხაზარაძეზე რას იტყვით?
- ვინც „საბას" აფინანსებს, ესეც დიდი დანაშაულია! მარტო ის არ კმარა, რომ ვიღაც ნაჯახს არ მირტყამს ქუჩაში, უფრო უარესს აკეთებს ეს ბინძური პრემია - „საბა", რომელიც სულს გვიწამლავს!
- ბატონო რეზო, მივუბრუნდეთ სააკაშვილ-ბოკერიას საუბარს სტამბოლის აეროპორტში. თუ ეს ჩანაწერი ნამდვილია, მაშინ ისიც მართალია, რასაც უკრაინული ვებ-გვერდი ამ რამდენიმე თვის წინათ წერდა, - ხიდაშელი და უსუფაშვილი კიევში სააკაშვილს შეხვდნენო! მაშინაც გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო სტენოგრამა...
- დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ ცოლ-ქმარი მაშინ ამ გიჟ-გადარეულს შეხვდა, მაგრამ, იცით, რა არის გასარკვევი? მათ შორის რომელია ცოლი და რომელი - ქმარი! დავიღალე ამ ნინო ლომჯარიას ბულტერიერის პირის აპარტისა და ვანო მერაბიშვილის კაპიტნის - ეკა გიგაურის მონღოლური ყვრიმალების ცქერით.
- „ლაზარეს" შეკრებას როდის გეგმავთ?
- გითხარით, რომ ეს დამოკიდებული იქნება მომდევნო ერთ კვირაზე და იმაზე, რამდენად პრინციპულად იმოქმედებს ხელისუფლება. თუ შევიკრიბებით, გასაპრანჭად არ შევიკრიბებით! შეკრების ადგილსა და დროს კი წინასწარ გამოვაცხადებთ!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"