„რუსთავი 2" -ის ერთ-ერთი ყოფილი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე „აიპრესთან" საუბარში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს შორის არსებულ სასამართლო დავას აფასებს.
აქიმიძის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ტელეკომპანიების პოლიტიკური მოტივებით გამოყენების ხანა და საქართველოში ნადვილი მედიის თავისუფლება აუცილებლად უნდა დაინერგოს.
„არ ვიცი, ეს 9 წელი უნდა გაგვევლო?! ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და ჩავთვალეთ, რომ ჩვენ შესაფერის წინააღმდეგობას ვერ გავუწევდით... ახლა ადვილია ამაზე ლაპარაკი...
არ ვიცი ამ ქვეყანაში თუ დასრულდება ტელევიზიით სპეკულირება და ხელში ჩაგდება. საქართველოში დღეს თუ პოლიტიკური პარტია არის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ჯიბის ტელევიზია და რაც უფრო პოპულარულია ეს ტელევიზია, მით უფრო კარგად უნდა შეასრულოს დამსჯელი რაზმის ფუნქცია. იქნებ რაღაცნაირად, ამ პროცესების დასრულდებით დასრულდეს ეს ეტაპი ქართულ რეალობაში და ეკრანი აღარ იყოს ძალადობის სიმბოლო."- განაცხადა აქიმიძემ „აიპრესთან".