reportiori.ge - გია მეფარიშვილი: საკითხავია, რა იქნება დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, სად არის ვიდეოჩანაწერები?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 23:17
პრეს-დაიჯესტი
გია მეფარიშვილი: საკითხავია, რა იქნება დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, სად არის ვიდეოჩანაწერები?!
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2015. 11:46


„მართებული იყო დანაშაულის მტკიცებულების განადგურება და ასეთ შემთხვევაში ვინ უნდა აგოს პასუხი?" - ამ კითხვას ყოფილი გენერალური პროკურორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი გია მეფარიშვილი geworld.ge-სთან ინტერვიუში პასუხობს:


„მე მაშინვე ვთქვი და ახლაც ამ თვალსაზრისზე ვარ, რომ ამ კადრების განადგურება არ შეიძლებოდა. ყველა აღნიშნულ საქმეზე კვალიფიციური გამოძიება უნდა ჩატარებულიყო, რათა გამოძიებას შეეფასებინა, რასთან გვქონდა საქმე. რაც შეეხება ამ ფირების, როგორც ნივთმტკიცების, განადგურების საკითხს, მოქმედი კანონმდებლობით, ეს მხოლოდ სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა.

 

გავრცელებული კადრები ეს არის ძალიან პატარა მონაკვეთი. უფრო საშინელი და შემზარავი კადრებიც არსებობს, მაგრამ საკითხავია, რა იქნება დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, სად არის ვიდეოჩანაწერები.

 

ამას გარდა, იმ ხალხს, ვინც ამ ჩანაწერებით გაავსო კასრები, ამ ფირების ასლებიც აუცილებლად ექნება. ასე რომ, მათი განადგურება გულუბრყვილობა იყო.

 

დავაზუსტოთ: თუ პირადი ცხოვრების ამსახველია ეს ფირები, მაშინ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კანონმდებლობით დაცულია, მაგრამ აქ დანაშაულის ჩადენაზე და კონკრეტული სახელმწიფო უწყებების, პოლიციისა და უშიშრების სამსახურების - კუდ-ის, სოდ-ის მაღალჩინოსნების დანაშაულზეა საუბარი, რომლებიც კანონის დარღვევით იჭრებოდნენ ადამიანის პირად ცხოვრებაში. დანაშაული უნდა გამოიძიონ და მას სამართლებრივი შეფასება მისცენ", - აცხადებს მეფარიშვილი.




წყარო: geworld.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016