reportiori.ge - საქართველოს რკინიგზა: ჩვენთვის თითოეული მგზავრის კომფორტი მნიშვნელოვანია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 23:04
პრეს-დაიჯესტი
საქართველოს რკინიგზა: ჩვენთვის თითოეული მგზავრის კომფორტი მნიშვნელოვანია
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2015. 11:51


საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო მიმართულებით რეფორმები განახორციელა...


საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მიმართულებით რეფორმებს აქტიურად ახორციელებს, იმისთვის რომ მატარებლით მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული გახდეს მგზავრებისთვის. ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა ჩაიდო, რათა ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტით მგზავრობა ყველაზე კომფორტული გამხდარიყო.


მაშ ასე, მომსახურების ხარისხის განვითარების უფროსი დაჩი ცაგურია, დეტალურად მოგვიყვება იმ სიახლეებზე, რაც თქვენს მატარებლით მგზავრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.


- დაჩი, მომხმარებელი ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას მომსახურებასთან დაკავშირებით, პრობლემების დიდი ნაწილი აღმოფხვრილია, პირველი დონის სირთულე რა იყო?


- სამწუხაროდ, ნამდვილად იყო ამ მხრივ პრობლემები სერვისის მიწოდებასთან

დაკავშირებით, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა მომსახურების ხარისხი. ჩვენ წელს პირველად გავაკეთეთ „სერვისპლუსში" ტრენინგი, სამგზავრო მატარებლების უფროსები, გამცილებლები, მოლარეოპერატორები, ქოლ-ცენტრის თანამშრომლები გადავამზადეთ, მათ ასწავლიან როდის უნდა გაიღიმონ, როგორ მიმართონ მგზავრს, როგორ უნდა აღმოუჩინონ პირველადი სამედიცინო დახმარება, და ა.შ. ყველა სექტორში ვამზადებთ იმ რგოლს, რომელიც უშუალოდ კომუნიკაციაში არიან მგზავრებთან. ამის გარდა, ჩვენ ვახდენთ მომსახურე პერსონალის შემოწმებას „მისტიკური მგზავრების" მეშვეობით...


კვლევის საფუძველზე ვიღებთ... ანგარიშებს თვის ბოლოს, რომელი მოლარე-ოპერატორები როგორ მოემსახურნენ მგზავრს და რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, დარღვევებიც ფიქსირდება, კეთდება მითითებები და ნელ-ნელა წინ მივიწევთ. ყველა მიმართულებით არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.


- რას უპირებთ იმ სამგზავრო მატარებლებს, რომლებიც არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს?


- მაქსიმალურად ვცდილობთ, ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვდეთ. წელს სამგზავრო მატარებლებში დასუფთავებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ, ჩვენ შემოვიღეთ დასუფთავების სრულიად ახალი სისტემა, აღვადგინეთ მატარებლების სამრეცხაოები. მატარებლები სპეციალური ხსნარით მუშავდება და ამის შემდეგ ხდება ჯაგრისით რეცხვა. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მას შემდეგ ამ სისტემას, სამწუხაროდ, არ უმუშავია და ჩვენ ეს წელს აღვადგინეთ. რაც შეეხება მატარებლის სალონის დასუფთავებას, დავიწყეთ მაღალი წნევის ორთქლის აპარატებით რეცხვა. 180-გრადუსიანი ტემპერატურის ორთქლით ხდება სალონის დამუშავება, ფაქტობრივად, დეზინფექცია ტარდება და ბაცილის დონეზე ყველაფერს ანადგურებს. მუდმივად ვატარებთ კვლევებს, მგზავრების აზრს ვსწავლობთ, რადიკალურად შეიცვალა სურათი, სისუფთავის კუთხით გარღვევა გვაქვს, გარდა ამისა, სალონების დასუფთავებაში დავიწყეთ სამრეწველო-სარეცხი საშუალებების დანერგვა. რაც ადრე ჩვეულებრივი საოჯახო ქიმიური საშუალებებით ხდებოდა. რაც შეეხება თეთრეულს, ძველი ტრადიციის მიხედვით, თეთრეული ირეცხებოდა, ჩვენ უკვე გადავედით ახალ ეტაპზე, როცა ყოველი მგზავრი იღებს ერთჯერად თეთრეულს, რომელსაც მგზავრობის დასრულების შემდეგ ნაგავში ყრიან და ეს თეთრეული ნადგურდება. მოკლედ, მრავალჯერადი გამოყენების თეთრეულის თემა დავხურეთ. რაც შეეხება საპირფარეშოების დამუშავებას, სწორედ 180 გრადუსი ორთქლით ხდება მათი დამუშავება, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე, დავაყენეთ სურნელის გასაფრქვევი ელექტროხელსაწყოები, რომელსაც აქვს ტაიმერი და 10 წუთში ერთხელ აფრქვევს სურნელს. ასე რომ, ის საშინელი სუნი, რომელიც მატარებელთან ასოცირდება, აღმოიფხვრა. სხვათა შორის, აღინიშნა, რომ ეს ბევრ ევროპულ მატარებელში დამონტაჟებული არ არის.


- როდის გამოჩნდება ევროპული წარმოების მაღალი კლასის მატარებლები ჩვენს ბაქნებზე?


- ახალი ტიპის მატარებელი, რაზეც გადადის ცივილიზებული სამყარო, ასეთი ჩვენ 8 ერთეული გვაქვს, ეს არის ჩინური წარმოების, თუმცა იგეგმება სამატარებლო პარკის განახლება, ჩატარდება ტენდერი და ვაპირებთ, მაღალი კლასის მატარებელი შევიძინოთ.


- ხარისხის გაუმჯობესების მიუხედავად, ფასები შენარჩუნებულია?


- დიახ, ფასები შენარჩუნებულია, სამგზავრო მატარებლით სხვადასხვა სოციალური სეგმენტის წარმომადგენლები მგზავრობენ და გვაქვს როგორც 55-ლარიანი, ასევე 1-ლარიანი ბილეთები, ფასები მიმართულების მიხედვით იცვლება. სხვათა შორის, „გოუ-ევროს" კვლევის მიხედვით, საქართველოს რკინიგზა მსოფლიოში მეორე ადგილზეა სიიაფით, ყველაზე იაფი ბილეთები ჩვენთან არის. ჩვენ არ ვაპირებთ, უარი ვთქვათ ამ სოციალურ პროექტზე, შევეცდებით, რაც შეიძლება შეღავათიანი ტარიფები შევთავაზოთ მომხმარებელს. გავაიაფეთ ბილეთები მას შემდეგ, რაც ახალი მენეჯმენტი შემოვიდა საქართველოს რკინიგზაში, მაგალითად, I კლასის თბილისი-ბათუმის მატარებლის საფასური 2010 წლიდან დადგენილი იყო 40 ლარი, ხოლო II  კლასის მატარებელზე ფასი იყო - 23 ლარი. ჩვენ შემოვიღეთ 10-თვიანი ფასდაკლება, 10 თვის განმავლობაში 40-ლარიან ბილეთს ჩვენ მგზავრებს ვაძლევთ 25 ლარად, ხოლო 23-ლარიან ბილეთს - 18 ლარად.


- აპირებთ თუ არა, ბათუმის მსგავსად, ახალი სარკინიგზო სადგურების მშენებლობასა და რეაბილიტაციას?

 

- პრაქტიკულად, ბათუმში სამგზავრო მატარებელი არ შედიოდა და მგზავრებს მახინჯაურიდან ტრანსპორტის სხვა საშუალებით უხდებოდათ ბათუმში ჩასვლა, წელს გაიხსნა ბათუმის სადგური, რომელიც ძალიან თანამედროვე შენობაა. 2016 წელს ჩვენ ვგეგმავთ ცენტრალური რკინიგზის სადგურის ბაქნების კაპიტალურ რემონტს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2016 წლის ზაფხულის სეზონზე მგზავრებს შევთავაზოთ სრულიად ახალი, თანამედროვე რკინიგზის სადგური. ასევე, ვგეგმავთ კოპიტნარის აეროპორტამდე მივიდეს სამგზავრო მატარებელი, კოპიტნარის აეროპორტზე არის მზარდი მოთხოვნა, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს მამუკა ბახტაძეს კოპიტნარში რკინიგზის მშენებლობის საკითხი მთავრობის სხდომაზე ჰქონდა გატანილი და ეს იდეა მოიწონეს, ახლა ამ საკითხის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს ვაკეთებთ, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის ამ პროექტის განხორციელება დაიწყება. ასევე, გავარემონტეთ საგარეუბნო მატარებლები, როგორიც არის შემდეგი მონაკვეთები: თბილისი-ბორჯომი, თბილისი-ქუთაისი, ეს იყო ძალიან ამორტიზებული მატარებლები, ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გარემონტებულა, 20 საგარეუბნო მატარებლიდან გარემონტდა 16 მატარებელი. მოსაცდელებში დავნერგეთ რიგის მოსაწესრიგებელი სისტემა, რათა სალაროებთან ცოცხალი რიგი არ მდგარიყო, გავააქტიურეთ ინტერნეტშესაძლებლობები, მგზავრებს აქვთ საშუალება, რომ არ მოვიდნენ ბილეთის ასაღებად, შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტით შეიძინონ ბილეთები. www.Railway.ge ან www.biletebi.ge. ასევე, სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით,

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მომხმარებელს შეუძლია, დაგვიკავშირდეს

ცხელ ხაზზე: 1331.


როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს და მუდმივად ვცდილობთ, კომფორტული გარემო შევუქმნათ ჩვენს მომხმარებლებს ყველაზე უსაფრთხო მგზავრობისთვის. 2016 წლისთვის კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდება საქართველოს რკინიგზით მგზავრობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს, რომ ირჩევენ საქართველოს რკინიგზას.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016